Загрузка...

ვაღიარებ, რომ სააკაშვილი დღეს გაცილებით ძლიერია

loading...

“ოცნების” დეპუტატები მანამდე არ გაემიჯნებიან ივანიშვილს, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებიან, რომ მმართველი პარტიის მარცხი არის გარდაუვალი. ჩვენ ვნახეთ დავით ჭიჭინაძის მკვეთრი განცხადებები. ამის გამო ის “ოცნებიდანაც” გარიცხეს, მაგრამ ივანიშვილთან დაპირისპირება მასაც არ უნდა. ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ არაფერი იცოდა.
უკმაყოფილება გუნდში ნამდვილად არის, მაგრამ სანამ მარცხში საბოლოოდ არ დარწმუნდებიან, ოლიგარქს ღიად არავინ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ივანიშვილს, მისი პოლიტიკა უკვე აღარ ემსახურება რუსეთისთვის დაყვავებას და მშვიდობის შენარჩუნებას. მისი პოლიტიკა ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს ღირსების აყრისკენ არის მიმართული.
ივანიშვილს უკვე აღარ აქვს უფლება, დარჩეს ხელისუფლებაში. ის აუცილებლად უნდა გავუშვათ სახლში. ის არის ოლიგარქი და მისი სახლში გაშვება იქნება ძალიან ძნელი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ.
“ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული და შეიძლება მართლა ხელისუფლების გადაბარებასთან გვქონდეს საქმე. ივანიშვილისთვის მთავარი თავისი ქონებაა. მას არც ქვეყანა აინტერესებს და არც პარტია.
ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია ვიწრო წრეში. იქ იმაზეც ყოფილა საუბარი, რომ “ოცნების” თავმჯდომარე სააკაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მაზე მტკიცებით ფორმაში არ ვსაუბრობ. ეს არის ვარაუდი, რომ ივანიშვილი მესამე პრეზიდენტს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დიდი შანსი, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამას ყველაზე უკეთ ივანიშვილი გრძნობს, ამიტომაც ითხოვს მისგან გარანტიებს.

Загрузка...

სააკაშვილთან საშინლად ვიყავი დაპირისპირებული, მაგრამ მეც კი ვაღიარებ, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბერს იყო.
რაც შეეხება ივანიშვილს, მისი საქმეები უკან-უკან მიდის. გარდა იმისა, რომ დანაპირები არ შეასრულა, მან სააკაშვილის შეცდომები გაიმეორა. თავის დროზე მესამე პრეზიდენტმა ჩამოართვა მას მოქალაქეობა. ახლა მან გააკეთა იგივე სააკაშვილთან მიმართებაში. სხვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ცუდად მთავრდება. და ახლა მოქალაქეობის წამრთმევი მოქალაქეობა წართმეულისგან ითხოვს გარანტიებს.
ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაბარება მიდის და “ოცნება” დავით ბაქრაძეს დაუჭერს მხარს. დღეისთვის “ევროპული საქართველო” არის ოპოზიციაში და ამის გამო მათ კრიტიკას მოვერიდები. პირობა მაქვს დადებული, რომ სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, ოპოზიციას არ გავაკრიტიკებ.
“ევროპულ საქართველოზე” მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათ არ უნდა ექციათ ზურგი ნაციონალური მოძრაობისთვის. ეს პარტია გამარჯვებული რომ ყოფილიყო, კიდევ გავუგებდი მათ, მაგრამ როცა გუნდს მარცხის შემდეგ მიატოვებ, ამას გამართლება არ აქვს”-აცხადებს “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე
cyc. ge

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 20
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!