Загрузка...

ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს…სახელმწიფოს თუ არ შეუძლია, მე დავიწყებ სამართლიანობის აღდგენას – მეუფე იაკობი

loading...

“ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩვენს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ… სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ მერე სამართლიანობის აღდგენას” – დღეს მეუფე იაკობმა, საკვირაო წირვის შემდეგ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით იქადაგა.
“ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც უნდოდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად და მოწამედ. ეს დიდი სირცხვილია. გასაგებია, რომ ეკლესიას ებრძვიან.
პრეზიდენტის გადასაწყვეტია უნდა შეიწყალოს თუ არა, ამაში ვერ ჩავერევი, მაგრამ ვისაც პატრიარქის მოცილება უნდა და იმას კაცად აცხადებენ, თავიდანვე რომ კაცი არ არის, ის როგორ უნდა იყოს, ან კაცი, ან მღვდელი. დაგვაცადონ, ჩავატარებთ სინოდს და ვნახავთ, ვინ არის მტერი ეკლესიის და ვინ არის ჩვენი სამშობლოს მტერი და მოყვარე” – დასძინა მეუფემ.
მეუფე იაკობის თქმით, აპირებს, რომ ყველა იმ პირის შესახებ განაცხადოს, ვისაც პატრიარქის მოკლვა სურდა:
“მლანძღვადა, თითქოს მე დავაჭერინე, რა, მე შევუკვეთე ციანიდი? როგორ გონიათ, არ ვიტყვი რას და როგორ აპირებდნენ და სხვებზეც არ ვიტყვი, უნდოდათ თუ არა პატრიარქის მოცილება? იმიტომ მებრძვიან, რომ არ დავანებე თავი და ამას ყველას დავუმტკიცებ” – განმარტა მეუფემ.
მისივე თქმით, მშიშარას მას უწოდებენ, თუმცა თავად სატელევიზიო ეთერით ესაუბრებიან.

Загрузка...

“ბერობა და ეპისკოპოსობა ლაჩრობას არ ნიშნავს, ჩვენს პატრიარქს ბოლომდე დავიცავ.
სახელმწიფოს თუ არ შეუძლია სამართლიანობის აღდგენა, მე დავიწყებ მერე სამართლიანობის აღდგენას” – განაცხადა იაკობმა.
მეუფე იაკობი ასევე ამბობს, რომ მამა კახაბერ გოგოტიშვილს ემუქრებოდნენ.
“მიდიოდნენ და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ, თუ ამას არ იზავთ, იმას ვიზავთო. მე ვეუბნებოდი, არავითარი დათმობა. თქვან და გააკეთონ, თუ რამე აქვთ ფაქტი, დადონ, მაგრამ თავიანთი ავაზაკობის გარდა, არაფერი არ აქვთ.
50 მილიონზე და ექვს მილიონზე რომ თქვა პატრიარქმა არ ვიცოდიო, ლამაზი თვალების გამო აძლევდნენ უცხოელები მამა გიორგის? რატომ არ ფიქრობთ, რომ იქიდან მას დიდი პროცენტი ხვდებოდა და ბოროტ საქმეში უნდოდა ამის გამოყენება?! ” – იქადაგა მეუფემ.
მეუფე იაკობის განცხადებით ერშიც და სინოდის წევრებიც კარგად იცნობენ, თუმცა არავისთვის არაფრის დათმობას არ აპირებს. მისივე თქმით, გიორგი მამალაძე რუსეთის ეკლესიის წევრი და მღვდელმსახური იყო. მანქანა დაუწვეს და იქაურობას ცოცხალმა ძლივს გამოასწრო. ქართულმა ეკლესიამ კი შეიფარა, რაც დღემდე არ ესმის.
“ეს მუქარა არ არის, საქმით ვაჩვენებ, ვინც რას დაიმსახურებს, ყველას მივაღებინებ. დაუსვან მეუფე პეტრეს კითხვა იცის თუ არა ეგ საკითხი და რატომ იცავს?
არავის ღირსებას არ შევალახინებ და ის ბიზნესმენი, ვინც მათ გადაცემებს აფინანსებს, ჭკვიანად იყოს, ყველას ვამხელ” – დასძინა მეუფე იაკობმა.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ მისი შეწყალების მოთხოვნით მიმართეს.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 61
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!