Загрузка...

გოგონამ მომაკვდავ მამას ოცნება აუხდინა და მასთან ერთად საქორწილო ცეკვა შეასრულა

loading...

ყველა მამის ოცნებაა თავისი შვილის საკურთხევლამდე მიყვანა.იყოს მასთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან დღეს, დაინახოს ის ლამაზ საქორწილო კაბაში, გაიხაროს მისი ბედნიერებით. მაგრამ სამწუხაროდ ბედი ზოგიერთებს საშინლად ექცევა.
ამერიკელ ლინი პარნელის ჯერ კიდევ 2003 წელს დაუსვეს საშინელი დიაგნოზი-კიბო. ათ წელზე მეტი ხანი ებრძოდა ონკოლოგიას. ამაში მას თავისი ქალიშვილი-მერედიტი ეხმარებოდა.მაგრამ როგორც არ უნდა ცდილიყვნენ პარნელი და მერიდიტი, ექიმებმა მათ 2015 წლის მარტშიო გამოუცხადეს, რომ ავადმყოფის გადარჩენა შეუძლებელი იყო. სიმსივნე გაიზარდა და ღვიძლსაც მოედო. დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა ლინს. დრო ერთ კვირას ითვლიდა მხოლოდ.
კაცი თავის ბედს შეგუებული იყო, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს დარდობდა-ის ვერ შეძლებდა საყვარელ გოგონასთან ერთად საქორწილო ცეკვის შესრულებას. მერილი სამი წლის წინ 32 წლის იყო, მაგრამ ის მაშინ ჯერ კიდევ არავის ხვდებოდა და არც გათხოვებას გეგმავდა.
თუმცა გოგონამ მოიფიქრა, როგორ აეხდინა მამის ოცნება. მან თავის ნაცნობს საქორწილო კაბა სთხოვა და გადაწყვიტა ამ კაბით მამასთან ერთად ეცეკვა.

Загрузка...

იმ დღეს ლინი მას სასტუმრო ოთახში ელოდა, როდესაც გოგონა მას მიუახლოვდა, მან მას ნაზად აკოცა ხელზე. შემდეგ მამა წამოდგა ინვალიდის სავარძლიდან და მერედიტი საცეკვაოდ გაიწვია. პარსელისთვის ძალიან ძნელი იყო და ტკივილსგან იტანჯებოდა, მაგრამ ითმენდა. ლინს ესმოდა, რომ ეს მისი უკანასკნელი ცეკვა იყო თავის საყვარელ გოგონასთან ერთად.
მერიდიტის დედა და მისი მეგობრები ამ ცეკვას ვიდეოზე იღებდნენ. ცეკვისთვის გოგონას არჩეული ქონდა ჯონ მაიერის ” გოგონები”. ძალები რომ მოეკრიფა ,ლინი მთლ დღე ისვენებდა, მაგრამ ოთხი წუთის შემდეგ ის უკვე ძალაგამოცლილი იყო. ის დასვეს და ეს ცეკვა მან უკვე დამჯდარმა დაასრულა.
მამაშვილი პარასკევს ცეკვავდა, სამ აპრილს, ხოლო კვირას, ხუთ აპრილს ის უკვე გარდაიცვალა. მერიდიტი იხსენებს, რომ თავდაპრველად ცეკვის ჩაწერას კვირას აპირებდა, მაგრამ მერე ორი დღით გადმოსწია.
ერთი წლის შემდეგ გოგონამ თავისი რჩეული გაიცნო. მათ შეხვედრები დაიწყეს და მან მერედიტს ცოლობა სთხოვა. ქორწილი 2018 წლის იანვარში შედგა. ამ დღეს გოგონამ პირველად ანახა სტუმრებს ვიდეო, სადაც მამასთან ცეკვავდა. ეს ყველა სტუმრისთვის ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა. პირველი ცეკვა თავის ქმართან მერედითმა იმავე კომპოზიციის ქვეშ შეასრულა.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 21
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!