Загрузка...

რა ჩიპი,რა ,,ჩოლკიანი” კარი…სხვა კონტინენტზე გადახვეწილებს კიდევ თქვენი ცეცხლის ალში ხრუკვა და წყევლა გვინდა?!

loading...
loading...

ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინო მუშკუდიანი სოციალურ ქსელში წერს:
„სასაცილო ვიდეოების ყურებას შევყევი და აღმოჩნდა,რომ ათი ვიდეოდან რვა 2 კაციან ტელევიზიას ეკუთვნის…სასაცილოც არის და სასაცილოც,სანამ არ მივადექი სატირალს…ერთი ყვება ამერიკა იწვის, როგორც რეალურად, ისე სულიერადო, მეორე ამატებს დაჩიპული ხალხი და დაჩიპული ,,კორჟიკი”, ბაბილონი და რა ვიცი…დამადგა თმა ყალყზე!
ჩემი ერთადერთი შვილი,რომელსაც მზესავით შევყურებ ამერიკაში დაიბადა. დაბადების წამიდან,80 გადასხმაზე მიერთებულ, ნაოპერაციებ ადამიანს 900 ფურცელზე მაწერინებდნენ ხელს. ახლა თქვენს შვილს ვუკეთებთ ამას, ამას და ამას. გვიცხადებთ თანხმობას?! რა ჩიპი,რა ,,ჩოლკიანი” კარი…ერთადერთი,რასაც ბანკომატთან მისვლისას გვთხოვენ ესაა-მოიხსენით სათვალე და ქუდი.ესეც იმის გამო,რომ კამერამ დააფიქსიროს ადამიანის სახე…
სხვა რა ვიცი,მეც ვყოფილვარ ისეთ ადგილებში სადაც უსაფრთხოების ნორმებია გამკაცრებული,მაგრამ იქაც ჩვეულებრივად,ადამიანურად შევსულვარ…ბატონებო,არ მინდა თქვენი გაღიზიანება გამოვიწვიო,მაგრამ მეც მიმტყუნა ნერვებმა…რომ მოადექით ამ უზარმაზარ ქვეყანას და საათში 700 ჯერ აფარჩაკებთ, ციტირებთ ,,წყევლა-კრულვას” აცნობიერებთ იმას რომ აქ ახალი ქართული თაობა ჩნდება და იზრდება?
იცით,რომ ეს დიადი სახელწიფო პატრონობს და მფარველობს ამ პატარებს?! თუ ,რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ, ქართველები არ არიან და ,,ჩიპიანი”რობოტები არიან?! ხანდახან ამაზეც იფიქრეთ…ჩვენ,სხვა კონტინენტზე გადახვეწილებს,კიდევ თქვენი ცეცხლის ალში ხრუკვა და წყევლა გვინდა?! არაა ლამაზი,არც სასიამოვნო…დავიჯერო დოლარი ხელში არასდროს გჭერიათ?!დავიჯერო ამერიკული არასდროს არაფერი გცმიათ ან არ გიჭამიათ?! სხვათაშორის, მოძღვრებიც გვყავს პატივცემულებო და ტაძარშიც დავდივართ.არ ვიცი გსმენიათ თუ არა და ეს ჩვენი მოძღვრები მხართეძოზე წამოწოლილები კი არ არიან,მთელ დღეებს შრომაში ატარებენ და დღესასწაულებზე ლოცულობენ და წირავენ…

Загрузка...

თვითონ ამერიკელებსაც,გაგიკვირდებათ და ღმერთის სწამთ. აღდგომაც აქვთ და შობაც…მერე რა თუ,მიმდინარეობებია სხვადასხვა…ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი აქცენტი ტოლერანტობაზე და სიკეთეზეა გაკეთებული.ქუჩაში ხალხი გიღიმის და შემთხვევით,ოდნავაც რომ ხელი შეგიშალონ რამეში ,ათას ბოდიშს მოგიხდიან. მაღაზიაში ან ნებისმიერ დაწესებულებაში რომ შედიხარ, კარგ დღეს გისურვებენ და რა ვიცი,რა ჩამოვთვალო,შორს წავალთ ძალიან…
სიკეთე ყველგან სიკეთეა ამის თქმა მინდა…მერე კიდევ იტყვით, რომ დაგცინიან…რა ბოკერია,რა ნოდია,რა სოროსი…არც ერთს არ გაუფარჩაკებია ჩვენი რელიგია ისე, როგორც თქვენ…საპატრიარქოც არაფერს გეუბნებათ,ეჭვი მაქვს არ იციან თქვენი არსებობის შესახებ…მინდა ახალი სეზონისთვის წარმატებები გისურვოთ, მაგრამ ენა არ მიბრუნდება…შიშით შევყურებ ახალ სატელევიზიო სეზონს არ ვიცი, რას მოიგონებთ ახალს და რით დაგვზაფრავთ,განსაკუთრებით ოკეანის გაღმა…არადა,ღმერთი სინათლე,სიკეთე და სიყვარულია…ღმერთმა არ მოგვაკლოს მისი წყალობა.GOD BLESS AMERICA AND GEORGIA!!!“ – წერს ნინო მუშკუდიანი.
alia. ge

  • 26
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!