Загрузка...

„მეგობართან ერთად გადადიოდა ზებრაზე, როდესაც მანქანა დაეჯახა” – ვინ არის 24 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

loading...
loading...

გუშინ ღამით, თბილისში მორიგ ავარიას, 24 წლის ლევან ვაშაკიძე ემსხვერპლა. მისი ახლობლების თქმით, ის მეგობართან ერთად ზებრაზე გადადიოდა, როცა მანქანა დაეჯახა. მძღოლი 21 წლისაა.
„გუშინ ღამით გავიგე საპატრულო პოლიციის და სასწრაფოს უწყვეტი ხმები, ავარია მოხდაო კინო „საქართველოსთან” ვიღაცეები ამბობდნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ეს შენ იყავი, ლევან.

Загрузка...

როგორი ზრდილობიანი, კეთილშობილი, ძალიან ჭკვიანი იყავი, ლევანიკო. ეროვნული და საატესტატო გამოცდები ისე ჩააბარე, არც კი მომზადებულხარ! მაღალი ქულები აიღე, მახსოვს როგორ უხაროდა და როგორ ამაყობდა დედაშენი, ახლა კი საწყალ ქალს შვილს მიუსვენებენ სახლში. ალბათ ვიღაც უპასუხისმგებლომ ან მთვრალმა ადამიანმა იმსხვერპლა შენი სიცოცხლე”, – წერს ფეისბუკზე ლევან ვაშაკიძის მეგობარი, თამარ სანაძე.

  • 35
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!