Загрузка...

ზოდიაქოს ტოპ 3 ყველაზე ინტრიგანი და შურიანი ნიშანი

loading...

ადამიანი ვერასოდეს იქნება ბედნიერი, თუ მუდამ სხვას შეჰყურებს და ედრება მას. ცნობილი ფაქტია, რომ მუდამ შურით და ინტრიგით ცხოვრება საბოლოოდ დიდ უსიამოვნებებს მოგვიტანს.
თუ კოსმოსს მუდმივად დადებით ენერგიას მივაწვდით, საბოლოოდ ისიც იგივეთი გვიპასუხებს.
ამ სტატიაში გთავაზობთ სამ ყველაზე შურიან და ინტრიგან ზოდიაქოს ნიშანს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სტატია ზოგად ასტროლოგიურ სტატისტიკებს ეფუძნება და სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაიბადნენ, შურიანები და ინტრიგნები არიან.
კირჩხიბი – ასტროლოგების აზრით, თუ კირჩხიბი მკაცრი და ემოციური მშობლების გარემოცვაში გაიზრდება, მას აუცილებლად ჩამოუყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი. კირჩხიბმა შეიძლება თავი უსუსურადაც იგრძნოს და დაიწყოს მასზე ძლიერი ადამიანების მიბაძვა.
როგორც წესი, კირჩხიბები ჩუმად მოქმედებენ. მათ ზურგს უკან სჩვევიათ სამარის გათხრა. :კარგი მეგობრის” უკან შესაძლოა ყველაზე საშიში მტერი იმალებოდეს.

Загрузка...

ლომი – მისთვის საზოგადოების აღიარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რათა ხალხის ყურადღების ცენტრში მოექცეს. მისთვის შავი პიარიც დიდი პიარია. ლომის შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღზრდის საკითხი.
თუ მას პატარა ასაკში ზედმეტად ანებივრებდნენ მშობლები, დიდობაში მოინდომებს იგი საზოგადოების მხრიდან მუდმივი “გუნდრუკის კმევას”. თუმცა, რა დამსახურების გამო ეს თავადაც არ ეცოდინება. სოციუმი კი მოგეხსენებათ, უბრალოდ ისე არავის აიყვანს საყოველთაო ყურადღების კვარცხლბეკზე.
თხის რქა – ლომზე მეტად ამბიციური ნიშანია. მისი სიჯიუტე და მიზანსწრაფულობა ძალიან საშიშ მეტოქედ აქცევს. თხის რქას შეუძლია ყველა და ყველაფერი გაანადგუროს, თუ რაიმეს ვერ მიაღწია. ამიტომ თხის რქა, რომელიც ცხოვრებაში კარიერულად და პროფესიულად შეუმდგარი პიროვნებაა, რიგი მიზეზების გამო, ძალზე ხშირად ხდება კაცთმოძულე და ბოღმიანი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს გარშემო მყოფებთან საკუთარი პერსონის ტრაგიკულობაზე საუბარი და ამით საყოველთაო ყურადღების მიქცევა.
ამ ადამიანებს აქვთ კიდევ ერთი დიდი ნაკლი – პესიმიზმის დიდი დოზა ხასიათში.

თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ თქვენს მეგორებს
  • 23
    Shares
Загрузка...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!