Загрузка...

შვილი მომიკვდა 18 წლის და ისიც არ ვიცი ვინ მომიკლა – ხელთუბნელი მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან

loading...
loading...

სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამის პროტესტს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდებიან. თორნიკე მერებაშვილის მამის განცხადებით, მისი შვილი ავარიის შედეგად არ გარდაცვლილა, მისი თქმით, თორნიკე მერებაშვილი მოკლეს და მკვლელს ხელს აფარებენ.
„ჩემი მოთხოვნაა, ჩემი შვილის მკვლელი იყოს დასჯილი. ესენი მუშობენ სულ სხვა რამეზე და მე კიდევ ვიცი, რომ სულ სხვა რამ მოხდა. ესენი ავარიაზე მუშობენ, რომელიც არ მომხდარა. მე ვიცი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და მალავენ, ზევიდან არის დარეკილი, ამიტომ მოვითხოვ, შსს-დან მოვიდნენ მაღალჩინოსნები, მინისტრი, მთავარი პროკურორი და პრემიერი, ან შემხვდნენ, რომ დაველაპარაკო და ავუხსნა ყველაფერი.
მე დასაკარგი არაფერი მაქვს, მე შვილი დავკარგე. ამაზე უარესს მიიღებენ, ეს არის ზღაპარი. მკვდარი არ ვარ? შვილი მომიკვდა 18 წლის და ისიც არ ვიცი ვინ მომიკლა და არც უნდათ, რომ გამოიძიონ“,-განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

Загрузка...

სოფელ ხელთუბანთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. 6 ივლისს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერaბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოთხოვენ დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა თორნიკე მერაბაშვილის გარდაცვალება.
თორნიკე მერაბაშვილის მამამ, შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მისი შვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
news.ge

  • 35
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!