Загрузка...

შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს – დავით რაზმაძე ბოდიშს იხდის

loading...
loading...

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:
„მე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს დამცველსაც და მოწინააღმდეგესაც, რადგან მმართებდა მეტი თმენის ვალდებულება, არა ჩემი დღევანდელი თანამდებობის გამო, არამედ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე!
ვინც მე მიცნობს მათვის წარმოუდგენელი იყო ჩემი პასუხი, თუნდაც ჩემს შეურაცხყოფის გამო! შენდობას ვთხოვ შვილმკვდარ მშობლებს და დიდი იმედი მაქვს სიმართლე მალე გაირკვევა!“- წერს დავით რაზმაძე.
სოციალური ქსელის მომხმარელებში გორის საკრებულოს თავმჯდომარის მობოდიშებამ განსხვავებული შეაფსებები გამოიწვია:

Загрузка...

„ყველას თავისი გასაჭირი აქვს ამქვეყნად.. რაც დისშვილი მოუკვდა, კაცს შავი არ გაუხდია. სარალიძის მკვდარი თუ მკვდარია ამ კაცისამ რა დააშავა? თმენის ვალდებულება აქვს და უნდა მოეთმინაო და სარალიძემ თურმე მთელ საქართველოს უნდა აგინოს..“
„ბევრმა ადამიანმა ვიცით რომ სინანული უცხო ხილი არაა შენთვის დავით. მთელი ცხოვრება ლოცვების წიგნით ხელში გაქვს გატარებული, გინებაც პირველად გავიგონე შენგან. ყველა გამწარებულ მშობელს სიმართლის ძებნაში მხარში უნდა დაუდგეთ უდავოდ, მაგრამ დიდი გაჭირვებაც კი არაა ინდულგენცია ბილწსიტყვეობაზე, აშკარა მუქარაზე და აგრესიაზე. დემოკრატია ქაოსს არ ნიშნავს ქვეყანაში“
„ჰო ჰო ჰოოო როგორი ბუმი ატყდა ამ თანშრომლების და ამ აფერისტი ხალხიის. ეს გაბერილი კაცი როგორ უფრო გაბერილხარ ამ სკამით. იცოდე რო დროებითია ყველაფერი, ეგ სკამიც და ეს ხალხიიც. წაშალე ეხლა ეს კომ თუ გინდაა, უფალმა შეგინდოს არადა დამნაშავე ხართ.“
alia. ge

  • 834
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!