Загрузка...

12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე,” – მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა, რა შეიძლება მოჰყვეს ჰესების მშენებლობას

მსოფლიო ბანკის სკანდალური დასკვნა გიგანტურ ჰესებთან დაკავშირებით, რომელიც საქარველოში გასაიდუმლოებული იყო,
დოკუმენტში, რომელლიც 17 გვერდიანია და ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების შესახებ არის მომზადებული, წერია, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე უფრო ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა, მომხმარებლებისთვის ტარიფი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დასკვნა 2018 წლის დასაწყისში მომზადდა, მსოფლიო ბანკის ექსპერტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.
საგანგაშოს უწოდებენ სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნას ენერგეტიკოსები და გარემოს დაცვის ექსპერტები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ეკოლოგიური კატასტროფის პარალელურად, საქართველო მილიარდობით ფინანსურ დანაკარგს მიიღებს.
“დღევანდელი 12,5 თეთრიდან ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლებელია გაიზარდოს 27,5-მდე, ყველა ქვეყანაშ ფასების დინამიკა არის კლებადი, ხოლო ჩვენთან მკვეთრად იწყებს ზრდას უკვე მომავალი წლიდან, სწორედ ამ გარანტირებული შესყიდვების გამო”-აცხადებს “მწვანე ალტერნატივის” წევრი, დავით ჭიპაშვილი.

Загрузка...

“ყველა ამ ქვეყანაში, სადაც ასეთი დასკვნა იდება, განსკუთრებით ფისკალურ ეფექტთან და ეკომომიკურ სარგებელთან მიმართებაში, უნდა გადაიხედოს ყველა ეს გადაწყვეტილება, რაც კი იყო ამ კონკრეტულ ჰიდროელექტორსადგურებთან დაკავშირებით. ნათელია, რომ იქ არის საკმაოდ სერიოზული გარემოს დაცვითი პრობლემები, რისი კომპენსირება ან შერბილება იქნება უფრო ძვირადღირებული სიამვნება” – აცხადებს გარემოს დაცვის ექსპერტი ნინო ჩხობაძე.
საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ სავალუტო ფონდმა აუკრძალა ჩვენს მთავრობას პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმება, შესაბამისად, პირველი იანვრიდან შეჩერდა ყველა მემორანდუმის გაფორმება, განახლებადი ენერგიების საშუალებით მოპოვებულ გენერაციაზე.
კვლევა არის მიმართული იმაზე, რომ ქვეყანამ შეწყვიტოს განახლებადი რესურსების გამოყენება”- აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.
newposts.ge

  • 32
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!