Загрузка...

იარაღი ბუხართან მიაყუდა და მშვიდად მკითხა: ირაკლის ესვრი? რას მიყურებ, ესვრი ირაკლის?

პოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში აფხაზის პოსტს აქვეყნებს, რომელმაც ქართველებთან დაპირისპირებას მშობლიური სახლ-კარის მიტოვება არჩია:
„სლავა: სკოლა რომ დავამთავრე, იმავე­ წელს კლასელ გოგონაზე დავქორწინდი, რომელიც მთელი ბავშვობა მიყვარდა. თითქოს ბედისწერა იყო, 8-თვიანი შვილი შეგვეძინა, ჯანმრთელობის პრობლემებით. საომარი პირობების კვალობაზე, ყველაფ­ერი გავუკეთეთ, მაგრამ ბავშვი უარესობისკენ მიდიოდა, ვიდრე ჩემმა ბავშვობის მეგობარმა ირაკლი ზარქუამ თბილისიდან რაღაც წამალი არ ჩამოგვიტანა.
მეორე კურსის ჩასატარებლად ისევ ირაკლის ველოდით… ერთმანეთს სოხუმში შევხვდით, წითელ ხიდთან, ღია კაფესთან, უკვე დამწვარ კინოთეატრ “აფსნის” წინ… ირაკლიმ მშრალად მომიკითხა, მეც არეულად ვპასუხობდი. წამალი უხერხულად გამოვართვი და ხელი ჯიბისკენ წავიღე, ვითომ ფულის მისაცემად. გაშრა. კაცობა არ დაკარგო, ბიჭოო, მითხრა და მხარში მუშტი მსუბუქად მომარტყა.
იმავე ღამეს ჩემი ბავშვობის აფხაზმა მეგობარმა სახლის კარი მხრით შემოანგრია,­ აკაესი მაგიდაზე დამიგდო და თვალებანთ­ებულმა შემომიღრინა, აიღე ეს და კაცურად მოიქეციო! კაცურად მოქცევაში ქართველებისგან თავის შორს დაჭერასაც გულისხმობდა, რადგან, დარწმუნებული­ ვარ, ჩემი და ირაკლის შეხვედრის ამბავი გაიგო…
დაღუპული აფხაზი ბიჭების პატივსაცემად, თავზე­ შავი ლენტი ჰქონდა გაკრული, წვერიც მოშვებული. ის 20 წლის ბიჭი ერთბაშად დაბერებულს ჰგავდა… უცებ სისხლი მომაწვა, იქნებ ვცდები და მისი გზაა სწორი, ეს ბიჭები სისხლს ღვრიან, მე კი თაგვივით შინ ვიმალები-მეთქი. ბრძანებაა, აქედან არც ერთი ქართველი არ უნდა გავი­დესო, მომაძახა წასვლისას… წამოვხტი, უნდა წავიდე-მეთქი, გავძახე მამაჩემს, რომელიც ოთახიდან გამოვიდა, იარაღი ბუხართან მიაყუდა და მშვიდად მკითხა: ირაკლის ესვრი? რას მიყურებ, ესვრი ირაკლის? – დამარცვლით გამიმეორა. ვერაფერი ვუთხარი…

Загрузка...

შემდეგ დედაჩემს უთხრა, ბარგი ჩა­ალაგე,­ მივდივართო. სახლის კარი არ ჩაგვიკეტავს, მხოლოდ მოვხურეთ, იქნებ რომელიმე ქართველს დამალვა დასჭირდეს და ღია დახვდება-მეთქი. ცოტა ხანს მაინც შეაფარებდნენ თავს, აფხაზის ოჯახში არავინ შევარდებოდა… თენდებოდა, ადლერს რომ მივუახლოვდით. ყველამ ერთად გავხედეთ აფხაზეთს – გზაზე სატვირთო მანქანები მიმოდიოდნენ, ძარაზე შეიარაღებული მამაკაცები ისხდნენ. ასე შემორჩა იქაურობა ჩემს მეხსიერებას. მას შემდეგ იქ არ ვყოფილვართ. ჩვენი სახლის ეზოში ავტოსახელოსნო გაუხსნიათ, სახლიც მიუთვისებიათ…
ნათესავები ხშირად მაყვედრიან, ომს გაექეცითო. ჩვენ ომს კი არა, ქართველებთან სისხლის ღვრას გავექეცით. არც მამაჩემი ყოფილა მეომარი და ვერც მე ვიქნებ­ოდი. ქართველს ვერ ვესროდი. მათთან გასაყოფი არასდროს არაფერი გვქონია.
წლების შემდეგ ბზიფელ აგრბებზე გავიგე, სამივე ძმა ომს გაერიდა, სახლი დაკეტეს და წავიდნენო. ქართველებთან ნათელმირონობა ჰქონდათ…
ომმა არავის მოუტანა სიკეთე.­ ბევრმა ომის შემდეგაც აღადგინა და შეინარჩუნა კავშირი ქართველებთან. მე ომით გაყოფილი ურთიერთობა არ მინდოდა. ჩემი შვილი სიკვდილს ქართველმა გადაარჩინა და ამის დაუნახაობა არ შეიძლებოდა, ღმერთი არ მაპატიებდა…
იმ ომში ირაკლიც მომიკლეს, მამიდის გამოსაყვანად დაბრუნებულა და ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრეს…”
alia. ge

  • 37
    Shares
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!