Загрузка...

სხვა გოგოზე იყო დანიშნული, რომ გვითხრეს მოიტაცაო, ის გოგო გვეგონ

loading...
loading...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 17 წლის გოგონა საკუთარი სახლიდან მოიტაცეს. 20 წლამდე ასაკის ბიჭმა არასრულწლოვანი მაშინ მოიტაცა, როდესაც ის სახლში 12 წლის დასთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა. გოგონას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
“რომ გვითხრეს, გვეგონა თავისი დანიშნული გოგო მოიტაცა. სხვა გოგო გვეგონა, რადგან სხვაზე იყო დანიშნული. კითხონ იმ გოგოს, იქნებ თავისი ნებით გაყვა”, -აცხადებენ ბიჭის ოჯახის წევრები “ტვპირველთან”.

Загрузка...

“გოგონა სკოლიდან დაახლოებით 6 საათზე დაბრუნდა. სახლში მისი მამა და 12 წლის და იყვნენ. შემთხვევის დროს გოგონას მამა სახლში არ იყო. 25 წლის ბიჭთან ერთად, რომელმაც გოგონა გაიტაცა, სხვებიც ყოფილან. ისინი თურმე ბავშვებს უთვალთვალებდნენ. შევარდნენ გოგონას სახლში და ისე გამოიყვანეს”, – განაცხადეს გატაცებული გოგონას მეზობლებმა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება 7-დან 10 წლამდე პატიმრობის ვადით.
www.primetime.ge

  • 3
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!