Загрузка...

ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ, გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ – ანა ნაცვლიშვილის მამა

loading...
loading...

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულისთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ცდილობს.
„ფული გადაუხადა ადვოკატმა და რასაც უნდოდა, იმას დააწერინებდა. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 109-ე მუხლი 108-თი გადააკვალიფიცირონ. კითხვა დაუსვეს ექსპერტს და მაინც ვერ ათქმევინეს, რომელი ჭრილობა იყო სასიკვდილო, ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა, თუ მჭრელი საგნით. ექსპერტმა ამაზე კატეგორიული პასუხი ვერ გასცა. ექსპერტი სასამართლოზე ძალიან ნერვიულობდა, წყალს სვამდა. ვუთხარი კიდეც მას, არასწორი დასკვნისთვის გიჩივლებ-მეთქი.

Загрузка...

ნეტა გამოუშვან, თუ არ მოვკლა, მერე ნახავთ. გრიპითაც რომ დაიღუპოს, იმასაც მე ვიბრალებ, მე მოვაკვლევინე-მეთქი”, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
www.primetime.ge

  • 46
    Shares
Загрузка...
loading...
loading...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!