Загрузка...

დიახ, ასე უნდა იწვეს ყველა დამნაშავე, როგორც შენი ზურიკელა წევს – ირინე არჩვაძე ზურა ვაზაგაშვილის დედას

loading...
loading...

კორტების სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილის დედა ციალა შანავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც თავისი ქმრის, იური ვაზაგაშვილისა და თავისი შვილის მკვლელობის ფაქტებს იხსენებს და ამასთან, ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც თავისი შვილის მკვლელობის ადგილია ასახული.
ციალა შანავა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სისხლისმსმელებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო “სააკაშვილის მოყვარეების” მისამართით გამოაქვეყნა, რათა ისინი დააფიქროს თუ “ვის სცემენ თაყვანს”.
“ამ მანქანაში, ჩემი შვილი, ჩემი ზურიკო წევს მკვდარი,100 ტყვია ესროლეს, როცა ერთი ტყვიითაც შეიძლება ადამიანი მოკლა,ზურიკოს მამა, იური ვაზაგაშვილი, ზურიკოს საფლავზე ააფეთქეს. ასეთი ბარბაროსობა ნაციონალებმა, სისხლისმსმელებმა ჩაიდინეს.
გააზიარეთ ეს ფოტო, იქნებ შეურაცხადი სააკაშვილის მოყვარულები დაფიქრდნენ ვის სცემენ თაყვანს. არც ერთი ხელისუფლება არ იმსახურებს ხალხისგან თაყვანისცემას, მაგრამ მიშა და მისი მიმდევრებისგან ღმერთმა დაგიფაროთ…”, – წერს ციალა შანავა, რასაც “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მხრიდან არაერთი კომენტარი მოჰყვა.

Загрузка...

კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ირინე არჩვაძე ციალა შანავას პოსტის კომენტარად წერს, რომ “ყველა დამნაშავე ისევე “უნდა იწვეს საფლავში, როგორც მისი შვილი, ზურიკელა წევს”.
“სანამ ეს უტიფარი ქალიც ზედ არ მიყოლია თავის კრიმინალ ქმარ შვილს, მანამ არ დაგვასვენებს მათი გახსენებით? დიახ, ასე უნდა იწვეს ყველა დამნაშავე, როგორც შენი ზურიკელა წევს და მაშინ ეშველებოდა ქვეყანას. შენც არა ნაკლები კრიმინალი ხარ ქალის არამსგავსო. იქნებ შემცოდებოდი კიდეც, როგორც შვილმკვდარი დედა, ამდენს რომ არ სპეკულიანყობდე იმ შენი ზურიკოთი და მარტო არჩევნების წინ არ გახსენდებოდეს. გარეწარი არაქალი ხარ შენ”, – წერს ირინე არჩვაძე.
ამასთან ციალა შანავას პოსტს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული გიორგი ცააძის და ირინა ცააძეც ეხმაურება კომენტარის სახით და ციალა შანავას “აფერიტ ქალს” უწოდებს.
“შენმა ზურიკომ რამდენი ოჯახი გააუბედურა, ის მოყევი შენ უტიფარო ქალო. დამთავრდა შენი ტყუილების ბოგინი. შენ, შენ ქმარზე უარესი აფერისტი ყოფილხარ. მეტს აღარაფერს გეტყვი. დანარჩენს დაელოდე სტრასბურგიდან”, – წერს ირინა ცააძე.
www.primetime.ge

  • 149
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!