Загрузка...

მამუკა ბახტაძეს გიორგი გახარია შეცვლის? – რა საკადრო ცვლილებები იგეგმება მთავრობაში ინაუგურაციის შემდეგ?

loading...
loading...

არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მთავრობაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
„ალიას“ ინფორმაციით, თანამდებობები შესაძლოა დატოვონ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
მამუკა ბახტაძის შემცვლელად შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოიაზრებენ. გახარიას ადგილზე შესაძლოა, ალეკო ტაბატაძე ვიხილოთ.

Загрузка...

მაია ცქიტიშვილს სავარაუდოდ, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია შეცვლის. დანელიაზე ასევე ამბობენ, რომ შეიძლება თავდაცვაში გაუშვან, მაგრამ უფრო ინფრასტრუქტურაზეა აქცენტი.
იზორიას შემცვლელად მედიამ უკვე დაასახელა იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე.
„ალიას“ ინფორმაციით ინაუგურაციის შემდეგ კახი კახიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიციაზე.
რამდენი მინისტრი დაკარგავს პოსტს მამუკა ბახტაძის კაბინეტში, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ გახდება ცნობილი.
alia. ge

  • 122
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!