Загрузка...

ეს ფინჯანი 70 წელი ოსვენცემის მუზეუმში იდო. რამდენიმე ხნის წინ მას ფსკერი მოძვრა და რაც მანდ აღმოჩნდა ყველა განაცვიფრა!

loading...
loading...

ნაცისტურმა კონცენტრაციულმა ბანაკებმა კაცობრიობის ისტორიაში დატოვეს ძალიან ღრმა შრამი, რომელიც აქამდე მტკივნეულად ხორცდება. ბუხენვალდი, დახაუ, ოსვენცემი და სხვა ბანაკები გახდნენ უთვალავი ადამიანების სიკვდილის მიზეზი. უმრავლესობამ არც კი იცოდა სად მიჰყავდათ. მათ ვერც წარმოედგინათ, რომ ისინი განწირულები იყვნენ. ნაცისტების თქმით, მათ დეპორტაციას უკეთებდნენ.
ნივთების თან წაღება არ შეიძლებოდა. ნაცისტები ყველას დეტალურად ჩხრეკდნენ. რასაც პოულობდნენ, იქვე ართმევდნენ. ამიტომაც ადამიანები ცდილობდნენ, საიმედოდ დაემალათ ძვირფასეულობა. ადამიანებს ჰქონდათ იმედი, რომ მათ ოდესმე გაუშვებდნენ.
ბანაკებში დარჩა მრავლად დაღუპულთა ნივთები. ახლა ეს ნივთები მუზეუმის საკუთრებაა. ეს ექსპონატები დღესაც გვაკვირვებენ და გვახსენებენ იმ მილიონობით დაღუპულ სიცოცხლეებს.

სულ ცოტა ხნის წინ მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ძვირფასეულობის უჩვეულო სამალავი.

Загрузка...

70 წელიწადზე მეტი, ქალის ოქროს ბეჭედი და სამაჯური იმყოფებოდა ფინჯანის ფარულ სამალავში, რომელიც მდებარეობდა მეტალის ფინჯანის ფსკერთან. განძი აღმოაჩინეს შემთხვევით. წლების განმავლობაში ფინჯანის ფსკერი გაილია და როდესაც მუზეუმის თანამშრომელმა ხელში აიღო, შეამჩნია რომ, მას ორმაგი ფსკერი ჰქონდა.ასე გაიხსნა დიდი ხნის წინ დამალული საიდუმლო.

სავარაუდოდ ფინჯანი ეკუთვნოდა სიკვდილის ბანაკის ერთერთ ტყვეს, რომელსაც არასდროს დაუტოვებია ბანაკი ცოცხალს. მან ისე ოსტატურად დამალა ძვირფასეულობა, რომ ნაცისტები ამას ვვერასდროს მიხვდებოდნენ.

მუზეუმის თანამშრომლები ფიქრობდნენ, რომ მამაკაცს სიცოცხლის ბოლომდე, ეგონა ბანაკს ცოცხალი დატოვებდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა.

ბეჭედი და სამაჯური თავის ადგილს დაიკავებენ მუზეუმში და გახდებიან სიკვდილმისჯილთა მწუხარების სიმბოლოდ.

  • 76
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!