Загрузка...

ვერ დავეთანხმები ბუტა რობაქიძის მშობლებს, რადგან არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია – ნიკა მელია

loading...
loading...


“ვერ დავეთანხმები ვერანაირად ქალბატონს და ბატონს, ბუტა რობაქიძის მშობლებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძის და მაჩალიკაშვილის ტრაგედია”, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბუტა რობაქიძის საქმის დღევანდელ პროცესს. 
“ძალიან სამწუხარო ტრაგედიაა. არ მეგულება ერთი ადამიანიც, ვინც დარჩა გულგრილი ამ ტრაგედიის მიმართ. მაგრამ ჩვენ ვნახეთ უწყვეტი კადრები, მათ შორის რამდენიმე დღის წინ, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იარაღის ტარს ურტყამს ერთ-ერთ დაკავებულს და ამ დროს უვარდება ტყვია და ხვდება ცხონებულს.
ეს კადრები ხომ არსებობს?! ამიტომ ამ პატრულის თანამშრომელმა მოიხადა სასჯელი, მაგრამ ვერ დავეთანხმები ვერანაირად ქალბატონს და ბატონს, მშობლებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს, მაგრამ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძის და მაჩალიკაშვილის ტრაგედია და პირიქით, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებად მოიხსენიებენ მათ. ეს არის ყოვლად მიუღებელი ჩემთვის.

Загрузка...

შეუძლებელია ოჯახური ტრაგედიით ივაჭრო, ეს არის შეუძლებელი და დასაგმობი. ეს არის, რა თქმა უნდა ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ამ ქვეყანაში. ამ საქმეზე პატრულის თანამშრომელმა, რომელსაც იარაღი გაუვარდა, აგო პასუხი და დანარჩენი, ხედავთ ხომ ერთი ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს ადამიანი, რომელიც ვაჭრობს საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლით, რომ თითქოს ერთი წლის განმავლობაში აღდგება სამართლიანობაო.
ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია, მით უფრო, როდესაც ზაზა სარალიძესა და მაჩალიკაშვილის ტრაგედიები მათთვის არის დასაცინი და არათუ სოლიდარობას არ უცხადებენ, დასცინიან და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებად იხსენიებენ. ეს მხარე ჩემთვის ასევე ტრაგიკულია”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო
www.primetime.ge

  • 42
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!