Загрузка...

დედა რომ მოუკვდა ოთხი თვის იყო და ჩემს გულზე გავზარდეო…

loading...
loading...


სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ამ ფოტოზე რომ ბავშვია, ამისმა ბაბუამ გვითხრა-“დედა რომმოუკვდა ოთხი თვის იყო და ჩემს გულზე გავზარდეო”… 
მესამე დღეა დავწერ, წავშლი, ავტვირთავ ფოტოებს, წავშლი… 
მერე ისევ-დავწერ, გადავიკითხავ და არ მომწონს.. მოკლედ ვერვყვები, ბევრი ლაპარაკი კიდე, სიკეთეს არ უხდება, არაა.. 
არც აფიშირება უხდება, არც გამოქვეყნება. გააკეთე, გაიარე… 
და ღამე დაიძინე ტკბილად. 
მაგრამ ეხლა დავფიქრდი-რა გავაკეთე როო? 
დაწერა Keti Melkadze -მ რამოდენიმე დღის წინ პოსტი, სადაცმოგვიყვა ერთ უბრალო ოჯახზე აფრიკის დასახლებაში, სადაც ბებია-ბაბუასთან ერთად შვიდი ობოლი პატარა ცხოვრობს და გვთხოვა-ვისაც რა შეგიძლიათო, ფულის გარდაო…
ვიფიქრე, ვიწვალე-რა წავიღოო? როგორ გავწვდე ამდენ ბავშვს, ვაიდა ბევრი ხალხი არ მოვიდეს, ისედაციმდენი პრობლემაა ირგვლივ.. მე ხომ ერთი ვარ, რა შემიძლია?
მაგრამ კვირას ვიყიდე წვეთი ზღვაში და მივედი..
რა ერთი? რას ქვია-ერთი ვარ? 
ჩემნაირი “ერთი” იქ იყო ზღვა…. იმდენი დაგროვდა რომ გოგოებმა მეორე ოჯახში გადარეკეს, ერთშიფიზიკურად ვერ დაეტეოდა ამდენი: პროდუქტი, სათამაშო, ტანსაცმელი, ჰიგიენის ნივთები…. 
ეს იყო სასწაული! დიიდი კეთილი სასწაული, რომელიც ყველამ ერთად ქნა-ქეთის პოსტის წაკითხვისშემდეგ… 

Загрузка...


მე, რომელსაც შემიძლია კილომეტრი ვწერო ისე რომ არ დავიღალო, აი აქ იმდენად არ მინდამაღალფარდოვნება გამომივიდეს, რომ ცოტა არეული ვწერ, არ გამიბრაზდეთ. 
ყველაფერი მინდა მოვყვე, ყველა ფოტო დავდო, გაუთავებლად ვაქო და ვეფერო ქეთი მელქაძეს… ასევე Nino Sanadze-ს, ამ ვაჟკაც გოგოს, რომელიც ბოლომდე გვერდში ედგა ამ იდეის ავტორს… 
მადლობა გოგოებო, რომ ჩვენ ყველას მოგვეცით საშუალება აი ის ერთი წვეთი გაგვეცა და სამაგიეროდუამრავი სიხარული მიგვეღო… თვითონ ღმერთი გვიყურებდა იმ დღეს იმ ბავშვების თვალებიდან. 
ვარკეთილში რომ გავიარეთ, გზაზე ბიჭი და გოგო დაგვხვდა-ორი პარკი გადმოგვცეს. ტანსაცმელი ეწყო. არცგვარი უთქვამთ, არც სახელები. მიბრუნდნენ და წავიდნენ…
ამაზეა ეს პოსტიც ეხლა და არა იმაზე-მე რა მაგარი გოგო ვარ..
Keti Melkadze შენ შემოგევლოს ნინო, უნიჭიერესო, უმაგრესო გოგო! Nino Sanadze რამხელა რამეს მოაბითთავი, არც იცით რა მაგრები ხართ! 
მარტო ამ ერთ ფოტოს დავდებ, ისიც არ ვიცი რამდენად ეთიკურია, ამპატარას ბოდიშს ვუხდი, სასახელო ქალი გაიზარდოს….
(ეს ყველაფერი იმ დღეს ხდებოდა, ვიღაცეები ასფალტზე რომ გორავდნენ-ოღონდ ხელისუფლებაშიდაბრუნდნენ…) 
ქეთი მელქაძე-ჩემთვის შენ ხარ ხელისუფლებაც, ვაჟკაცობაც და სიყვარულიც“ – წერს ნინო ახობაძე.

  • 30
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!