Загрузка...

დედ-მამამ მშობიარობისას დაღუპულ შვილთან გამოთხოვება მოისურვა. შემდეგ რაც მოხდა ამას ახსნა ჯერ კიდევ ვერ მოუძებნეს

loading...
loading...


კეიტ და და დევიდ ოგებს შვილი დიდხანს არ უჩნდებოდათ. მხოლოდ სამწლიანი მკურნალობის შემდეგ დაფეხმძიმდა კეიტი და მალე ისიც შეიტყო, რომ ტყუპს ელოდა – გოგონას და ბიჭს. ცოლ-ქმარმა ამ ბედნიერი დღისთვის მზადება დაიწყო, საბავშვო ოთახიც კი წინასწარ მოაწყვეს.
ნაადრევი მშობიარობა, რომელიც კეიტს ორსულობის მე-6 თვეს დაეწყო, დიდი დარტყმა იყო წყვილისთვის. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა.
“მშობიარობის შემდეგ ექიმი მოვიდა და გვკითხა, რა დავარქვით ვაჟს. ვუპასუხეთ, რომ ჯეიმი ჰქვია. ექიმმა შემოგვხედა და გვითხრა: “მაპატიეთ… ჯეიმსს არ გაუმართლა, სამწუხაროდ, ბავშვი ვერ გადარჩება”.
ამ დროს დევიდს ფეხები მოეკვეთა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა. მე კი ექიმს ბავშვი გამოვართვი და ვუთხარი: “უკანასკნელი წუთები გვინდა მასთან ერთად გავატაროთ…”. პაწია ისეთი ცივი იყო, დევიდს ვთხოვე, მაისური

Загрузка...

გაეხადა, ლოგინში ჩაწოლილიყო და ჩვენი სხეულების სითბოთი გაგვეთბო პატარა. გულზე დავიწვინე, მინდოდა ჩემი გულისცემა ეგრძნო, თან ვუყვებოდით, როგორ ველოდით, რომ ძალიან კარგი დაიკო ჰყავს, რომ შინ მოუთმენლად ელიან ნათესავები, ბებია და პაპა… ველაპარაკებოდით და ველაპარაკებოდით, თან ვათბობდით და ცრემლები გვახრჩობდა.
ჯეიმიმ საცოდავად ამოისუნთქა, მერე კიდევ… მერე თვალებიც გახილა თავისი ციცქნა ხელი დევიდის ცერს მოუცაცუნა… და უცებ მართლა გაცოცხლდა ჩვენი ჯეიმი”.
მას მერე 2 წელი გავიდა. ექიმები ამ მოვლენას მეცნიერულ ახსნას ვერ უძებნიან. დღეს კი ოგები ბედნიერად ცხოვრობენ. ამ ხნის განმავლობაში კიდევ ერთი ბიჭუნა შეემატათ. ჯეიმი სრულიად ჯანმრთელია და სიცოცხლით ხარობს.

  • 99
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!