Загрузка...

მამაკაცი 25–წლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს (ვიდეო)

loading...
loading...


ამერიკაში 25–წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს 41 წლის დენიელ ვილეგასი, რომელსაც 16 წლის ასაკში 2 მოზარდის მკვლელობის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.  გაირკვა, რომ რეალური დამნაშავე მისი ბიძაშვილი იყო, რომელმაც თავის დროზე თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა და ხელი დენიელს დაადო.
დენიელი 9 წლის განმავლობაში ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას, მონაწილეობდა სასამართლო პროცესებში და ელოდა სამართლიანობის აღდგენას. მან ცხოვრების ნახევარზე მეტი გაატარა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.
დენილე ვილეგასი მთავარი ეჭვმიტანილი იყო 1993 წლის 10 აპრილს ტექსასის შტატში ორი მოზარდის  –17 წლის არმანდო ლაცოს და 18 წლის ბობი ინგლანდის მკვლელობაში. იმ დღეს მოზარდები წვეულების შემდეგ კიდევ ორ მეგობართან ერთად შინ ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ მანქანა წამოეწიათ და მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ინგლანდი ადგილზე დაიღუპა, ლაცომ კი უახლოეს სახლამდე მიაღწია და კარზე ზარის მიცემა შეძლო. მათი ორი მეგობარი გადარჩა.

Загрузка...


დენიელი მაშინ 16 წლის იყო. გამოძიების შედეგად ეჭვი მის ბიძაშვილ დევიდ რენჯელზე მიიტანეს. იგი დააკავეს, თუმცა ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ დანაშაული დენიელმა ჩაიდინა, რომელიც „ტრაბახობდა, როგორ ჩაცხრილა ორი მოზარდი“. დაკავების მომენტში დენილემა მკვლელობა აღიარა, თუმცა რამდენიმე საათში განაცხადა, რომ არჩადენილ დანაშაულში ბრალის აღიარება ელპასოს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა აიძულა.
1995 წელს დენიელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და აპელაციაზე უარი უთხრეს. 2009 წელს დენიელმა განაცხადა, რომ მისმა წინა ადვოკატმა მისი უდანაშაულობის მტკიცებულებების მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა ახალმა ეს მოახერხა. ფაქტებისა და წარდგენილი დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, 2013 წელს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გააუქმა, თუმცა დენიელი არ გაუმართლებია. როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე ზერელედ იმუშავეს, ხოლო დეტექტივმა დოკუმენტირებაც კი არ განახორციელა, რომ შემდგომში დეტალური გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა გაჩენილიყო. შედეგად დენიელს მესამე სასამართლო პროცესი 2018 წლის ნოემბრისთვის დაუნიშნეს. მოსამართლემ იგი სრულიად უდანაშაულოდ სცნო.

  • 196
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!