Загрузка...

ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?! როცა ულამაზესი ბიჭი მივაბარე მიწას

loading...
loading...


“ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და “ბასიანი”­ ისევ გახსნეს. მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს?!”
9 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად 19 წლის დიმა გორგიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორ მეგობართან ერთად ნარკოტიკული ნივთიერება თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო. სამივე ახალგაზრდა ქუთაისის მკვიდრია. გარდაცვლილი ახალგაზრდა სტუდენტი იყო და თბილისში სწავლობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც ბიჭის
-0:01
გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია, შესაძლოა, გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით – ფენტანილით, რომელიც ახალგაზრდებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება.
დიმა გორგიძის ნათესავმა თეა ჯინჯიხაძემ­­ სოცქსელში სტატუსი დაწერა:­ “როცა “ბასიანში” კლუბური ნარკოტიკით ახალგაზრდის გარდაცვალებას გავიგებდი, გული მეწურებოდა ბავშვების, მათი მშობ­ლებისა და მეგობრების გამო. აქ მთავრდებოდა ტკივილი, რადგან მეგონა, მე ეს არ შემეხებოდა… დღეს მეც შემეხო. ჩემი 19 წლის მთასავით ბიჭი, წარმატებული ფეხბურთელი, რომელსაც სიგარეტიც არ მოუწევია, მომიკლა ნარკოტიკმა, რომელიც კლუბ “ბასიანში” პირველად გასინჯა. ათი გაბრუებული იდიოტის გამო გახარიამ ბოდიში მოიხადა და “ბასიანი”­ ისევ გახსნეს. მე ვინ მომიხდის დღეს ბოდიშს? რას მიშვე­ლის ვინმეს ბოდიში, როცა ულამაზესი ბიჭი უნდა მივაბარო მიწას… დაუცველი და ბედის ანაბარაა ჩვენი საზოგადოება. იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, “ბასიანს” რომ ვერ მოერევა”.
დიმა გორგიძის მეგობარი: – როგორც ვიცით, ბიჭები კლუბ “ბასიანში” მივიდნენ. დიმა და სანდრო ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ბექაც სანდროს უბნელია. არ ვიცი, ისინი როგორ­ გადარჩნენ. ეს ტრაგედია პარასკევს, გვიან ღამით მოხდა, ჩვენ კი შაბათ დილას გავიგეთ და მთელი უბანი თბილისში ჩამოვიდა.­ ზუსტად არ ვიცით, რა მიიღეს ბიჭებმა და რა გახდა დიმას გარდაცვალების­ მიზეზი. არ ვიცი, როგორ გადაიტანენ ამას მშობლები… სანდროც მოდის სამძიმარზე, მაგრამ ვერც მას დაელაპარაკები.­ ის უფრო ჰგავს გარდაცვლილს – დგას კარში­ გაშტერებული და ხმას ვერ იღებს.ითქვა, რომ ის ნარკოტიკი ბიჭებმა ინტერნეტით გამოი­წერეს…

Загрузка...


არაჩვეულებრივი ბიჭი იყო დიმა, ის და სანდრო ერთად თამაშობდნენ ფეხბურთს, მაგრამ მერე დიმა თბილისში წავიდა. საფრანგეთის ერთ-ერთი კლუბიდან მიწვევა ჰქონდა და ამ ზაფხულს უნდა წასულიყო. მეგობრებს სულ ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა და ყველას გვიკვირს, რა დაემართა?როგორც ვიცი, როცა ასეთ ნარკოტიკს იღებ, ენერგია უნდა დახარჯო. ამბობენ, დიმას ჩაეძინა და მოზღვავებულმა ენერგიამ გული გაუხეთქა, სანდრო აღვიძებდა და ვერაფერს გახდაო… შეიძლება ზედოზირებაც იყო… როგორც ამბობენ, ბიჭებმა “ბასიანში” შესაყნოსი საშუალება გასინჯეს. დიმა სიგარეტსაც არ ეწეოდა და, ალბათ, ორგანიზმმა ვერ აიტანა… 
“ეს ახალგაზრდები” “ბასიანში” არ ყოფილან” 
ვალერი გელბახიანი, კლუბ “ბასი­ანის” ადვოკატი: – არსებობს ვერიფიკაციის, ანუ რეგისტრაციის ელექტრონული სქემა და კლუბში შემსვლელები წინასწარ იღებენ ბილეთს. ვისაც ელექტრ­ონული ბილეთი არა აქვს, კლუბში ვერ შედის. ითქვა ისიც, თითქოს თანამშრომლები ვერიფიკაციის გვერდის ავლით უშვებენ ვიღაცებსო, რაც ტყუილია.­ აბა, სცადეთ­ და თუ იქ მოხვდებIით, ვნახოთ. ეს ახალგაზრდები””ბასიანში” არ ყოფილან. შევამოწმეთ ელექტრონულ სისტემაში სარეგი­სტრაციო აღრიცხვა და გაირკვა, მათ ბილეთები არ აუღიათ. შევამოწმეთ ვიდეოჩანაწერიც, სადაც შემომსვლელების გარჩევა შეიძლება, ამიტომ 99%-ით გამოვრიცხავთ, რომ ისინი ვიდეოჩანაწერში ჩანან, ასე რომ, არალეგალურად შეპარვას გამოვრიცხავთ.
რაც შეეხება ამ ნივთიერების მოხმარებას, მოგეხსენებათ, “ბასიანი” “თეთრი ხმაურის” დაფუძნებულია. ამ ორგანიზა­ციამ წინადღეს გაავრცელა ინფორმაცია,­ რომ ქალაქში შემოსულია ისეთი მომწამლავი ნივთიერება, რომელიც სიკვდილს იწვევს და პოლიციისგან მოითხოვა სასწრაფო რეაგირება. გარდა ამისა, კლუბის­ შესასვლელთან კედელზე გამოკრული იყო განცხადებები, რითაც მომხმარებელს აფრთხილებდნენ, რომ არ შეეძინათ ასეთი ტიპის ნარკოტიკული საშუალება. რაც ქალაქში ხდება, ყველაფერს “ბასიანს” მიაწერენ. ეს არის მიზანმიმართული ბინძური კამპანია.
ფენტანილი ძილიანობას და შემდეგ ძილში გარდაცვალებას იწვევს… 
ფენტანილი – ოპიატების ჯგუფის, მორფინსა და ჰეროინზე ასჯერ ძლიერი პრეპარატი. ფენტანილი არ არის სტიმულატორი. მას ანესთეზიოლოგები სხვა ნივთიერებებთან ერთად საანესთეზიო საშუალებადაც იყენებენ. ფენტანილი განსხვავებული კლასიკური ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც ძილიანობას, შემდეგ კი ძილში გარდაცვალებას იწვევს. ნარკოლოგების რჩევით, ამ ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების შემთხვევაში პირველადი დახმარებაა, რომ გვერდით მყოფებმა პაციენტს მოდუნების, კონტაქტის დაკარგვის საშუალება არ მისცენ და სცადონ, მას სიფხიზლე შეუნარჩუნონ..

  • 49
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!