Загрузка...

ის 13 წლისა დაორსულდა და მიუხედავად ყველაფრისა, მან დაამთავრა სკოლა და გამოსაშვებ საღამოზე შვილიც წაიყვანა

loading...
loading...

ძალიან ახალგაზრდა დედამ, რომელიც 13 წლის ასაკში დაორსულდა, დაამსხვრია ყველა დოგმა, დაამთავრა საშუალო სკოლა და 2 წლის შვილთან ერთად მივიდა გამოსაშვებ საღამოზე.
კეილი სნაიტ, რომელიც ახლა უკვე 16 წლისაა, შეეჯახა უცნობებისა და თანაკლასელების სიძულვილს, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის ვერსდროს დაამთავრებდა სკოლას და საძაგელ არსებად მოიხსენიებდნენ.
თუმცა მშობლების უდიდესი მხარდაჭერითა და მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ თავისი გოგონასთვის საუკეთესო პირობების შეექმნა, კეილიმ ყველას დაუმტკიცა, რომ ისინი ცდებოდნენ და კოლეჯშიც ჩაირიცხა.
და რადგანაც პატარა გოგონას დედასთან ერთად მთელი ცერემონიების დალოდება არ შეეძლო, ამიტომ თეთრ არაჩვეულებრივ მაქმანებიან კაბაში გამოწყობილი, დედასთან ერთად ფოტოსესიებით დაკავდა!

Загрузка...


კეილი თავის ორსულობას 6 თვის განმავლობაში მალავდა, რადგანაც მშობლების განსჯის ეშინოდა. დედამისი-48 წლის იყო, მამა კი 53.
შოკირებული მშობლები კეილის გვერდში დგომას დაპირდნენ და დაიწყეს მზადება პატარა შილიშვილის დასახვედრად.
ახალგაზრდა დედა აღიარებს, რომ ეს მარტივი არ იყო.


კეილი, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ყვება რომ
“მე მინდოდა ლამაზად ჩაცმული ჰარლი წამეყვანა გამოსაშვებ საღამოზე, რადგან მინდოდა ყველას სცოდნოდა, რომ ის ჩემს თვალში პრინცესა იყო და იქნება მთელი ცხვრების განმავლობაში”
იმედი მაქვს, რომ ის ისე გაიზრდება, რომ იცოდეს ყოველივე საუკეთესოს ღირსია ამქვეყანაზე და არასდროს დათანხმდება იმაზე, რაც მას უბედურს გახდის ცხოვრებაში.. ის იმსახურებს სიყვარულსა და მზრუნველობას.
და თანაც მე მინდოდა ჩემი არა კეთილმოსურნეებისთვის დამემტკიცებინა, რომ ისინი ჩემში ცდებოდნენ და მე ეს დავამტკიცე.
მე მინდოდა, რომ ყველას დაენახა, ჰარლი ჩემთვის პირველ ადგილზე იყო!


როდესაც ჰარლი დაიბადა, ძალიან მიჭირდა. სახლში მე დედა ვიყავი და ჩემი შვილის მომვლელი, სკოლაში კი ჩვეულებრივი მოსწავლე და უნდა მესწავლა.
მე ძალიან ვიღლებოდი. იყვნენ ადამიანები ,რომლებსაც საზიზღრად მივაჩნდი და ამბობდნენ, რომ მე ცხოვრება დავინგრიე, არასდროს გავხდებოდი კარგი დედა და ვერც ცხოვრებაში მივაღწევდი რამეს. ეს ყველაფერი მტკივნეული იყო.
მაგრამ მე ვიცოდი, რომ სახლში ჰარლი მელოდებოდა და ეს მოტივაციით მავსებდა.
კეილი ძალიან განიცდიდა გამოცდებს და სწავლას მთლიანობაში. მას ეგონა, რომ არაფერი გამოუვიდოდა.


“მე მახსოვს, როგორ ვიჯექი და ვტიროდი, მეგონა რომ არაფერი გამომივიდოდა და ყველაფერს გავაფუჭებდი, სამუშაოს ვერასდროს ვიშოვიდი და ჰარლისთვის ვერაფერს გავაკეთებდი.
მაგრამ, ჰარლი მაძლევდა სტიმულსა და ძალას დაბრკოლებების გადასალახად, რაც მე ძალიან მჭირდებოდა.
იმედი მაქვს, ვინც ჩემი გამოსაშვები საღამოს ფოტოებს ნახავს, მიხვდება, რომ მოზარდობის ასაკში შვილის გაჩენა სულაც არ არის სამყაროს დასასრული.


მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ხალხი, თქვენ თუ არ დაეცემით , შეძლებთ ყველაფერს მიაღწიოთ ცხოვრებაში.
არიან 20-დან 30 წლამდე დედები, რომელთაც დედობა საშინელებად მიაჩნიათ. ასაკი არ განსაზღვრავს თუ როგორი დედა ხართ.
ჰარლი-პატარა, მოთამაშე და მხიარული გოგონაა. ის მზის სხივია და მე ვამაყობ იმით, რომ დედამისი ვარ. მე არასდროს შემრცხვება მისი.
როდესაც არ მქონდა თვიური, არ მინაღვლია, რადგან ასე მემართებოდა, მაგრამ როდესაც ვიგრძენი მოძრაობა მუცელში, ნათელი გახდა, რაც ხდებოდა და მე შეშინებული ვიყავი, რადგანაც ეს მშობლებს უნდა გაეგო.
ამ დროს თავში ათასი აზრები მოდის. მეგონა რომ ისინი სახლიდან გამაგდებდნენ, ან ბავშვის მოშორებას მომთხოვდნენ. რამდენი ღამე გავათენე მსგავს ფიქრებში, სხვა რამეზე ფიქრი არ შემეძლო.
ბოლოს მაინც გადავწყვიტე დედისთვის მომეყოლა, სხვა გამოსავალი მაინც არ მქონდა.


ის მართლაც შეძრული იყო, მაგრამ მახსოვს, რომ მითხრა: “თუ შენ გინდა ამ ბავშვის შენარჩუნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ შენს დასახმარებლად”.
მან ბავშის გაშვილებაც შემომთავაზა, მაგრამ მე უარი უთხარი. მამაჩემი ცოტათი გამწყრალი იყო, მას უფრო მეტი დრო დასჭირდა ამ აზრთან შესაგუებლად. არცაა გასაკვირი-მე ხომ მისი პატარა გოგო ვიყავი.
ისნი ჩემზე არა ნაკლებ ბედნიერი იყვნენ ჰარლის დაბადებით!


მშობლები ყოველთვის ცდილობენ მომცენ კარგი დარიგება, დამეხმარონ როცა მჭირდება, მე ძალიან გამიმართლა მათში. არ ვიცი, რა იქნებოდა, რომ არა ისინი.


გოგონას მამა ყვება: “როდესაც კეილიმ თქვა, რომ ორსულად იყო, მე შოკში ვიყავი, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე, რომ ჩვენ ამას გავუმკლავდებით: “ჩვენ ამას გავუმკლავდებით, ცხოვრება ხომ გრძელდება.” ზოგჯერ ძნელია ორი წლის ბავშვთან გამკლავება, მე უკვე ასაკში ვარ, მაგრამ მე ის უკვე მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ქალიშვილით. მან თავის თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო, ბევრი რამ დაკარგა, მათ შორის ბავშვობაც.
მაგრამ ახლა ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ!”
და თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე?

  • 68
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!