Загрузка...

ავადმყოფი ცოლი მე არ მჭირდება …

loading...
loading...

ავადმყოფი ცოლი მე არ მჭირდება, მაპატიე…
დენისი-მორცხვი ბიჭი ჩვენი განყოფილებიდან. მისი ისტორია ცოტა სევდიანი და თან ჭკუის სასწავლია. მეგობრებმა არ იცოდნენ მისი წარსულის შესახებ და ხშირად ეხუმრებოდნენ.
დენის-როდისღა ვიქეიფებთ შენს ქორწილში? გეყოფა მარტოხელას ცხოვრება! დადიხარ მარტო, თავისუფალი, არც პრობლემა და არც მოვალეობა გაწუხებს.
დენისი კი საპასუხოდ მხოლოდ იღიმებოდა და საუბარი სხვა თემაზე გადაჰქონდა. მისი ცხოვრების შესახებ ცოტა ვინმემ თუ იცოდა. ასეთი თავისებური ადამიანი იყო, მაგრამ ის კომპანიის სულს წარმოადგენდა, მას არ უყვარდა პირადულზე საუბარი. არც არავის არასდროს უნახია ის გოგონას კომპანიაში.ოფისში ხშირად გაისმოდა უცნაური ჭორები და ხმები მისი უცნაური ცხოვრების შესახებ.
მთელი ცხოვრება მშობლებთან გაატარა, როდესაც მამამ ოჯახი მიატოვა, ის დედასთან დარჩა. დედა რა თქმა უნდა ოცნებობდა შვილის დაქორწინებაზე და შვილიშვილების გაზრდაზე. მაგრა 37 წლის დენისი სრულებითაც არ ჩქარობდა და არც დედის გაბედნიერებაზე ფიქრობდა.
მეგობრებმა რამდენჯერმე გადაწყვიტეს მისთვის გოგოს გაცნობა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.
ერთხელაც დენისმა პარკში სოფია გაიცნო.სასიამოვნო და საყვარელი გოგონა კარგი დიასხლისიც აღმოჩნდა. შეხვედრები მალე უფრო სერიოზულ ურთიერთობებში გადაიზარდა. დენისმა შეყვარებულს თავისთან ცხოვრება შესთავაზა.
სოფია განიცდიდა, მას არ უნდოდა ბედნიერების აწყობა ქორწინების გარეშე. ეს არასწორად მიაჩნდა, მაგრამ იმდენად უყვრდა დენისი, რომ უარი ვეღარ უთხრა.

Загрузка...


დედა ბედნიერებისგან მეშვიდე ცაზე იმყოფებოდა. მისი შვილი ბოლოს და ბოლოს დაქორწინდებოდა. მაგრამ ის არ ჩქარობდა დაქორწინებას. მას სოფიას ჯამრთელობა აფიქრებდა. გოგონას ხშირად სტკიოდა კუჭი და წელიც.
ერთ მშვენიერ დღეს კი სოფიას სასწრაფო დახმარება დასჭირდა. გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს. დენისი სწუხდა არა სოფიაზე, არამედ საკუთარ თავზე. როგორ უნდა მიეხედა ავადმყოფი ქალისათვის.სოფიას რამდენიმე დიაგნოზი დაუსვეს, მას გასტრიტი ჰქონდა და ასევე თირკმლების უკმარისობა. არასწორმა კვებამ და არასათანადო სამუშაო პირობებმა მის ჯამრთელობაზე ცუდად იმოქმედა.
დედაც კი ამშვიდებდა დენს და არიგებდა, ეუბნებოდა რომ ეს ყველაფერი განკურნებადი იყო.მაგრამ საკითხავი ის იყო, თუ როგორ შეძლებდა გოგონა ავადმყოფი თირკმლებით შვილის გაჩენას…
სოფიას გამოწერის შემდეგ დენის ურთიერთობა სრულ გაურკვევლობაში გადაყავდა. თვითონაც არ იცოდა, როგორ დაშორებოდა მას.არ ტოვებდა აზრი იმაზე, თუ შეძლებდა ჯამრთელი ბავშვის გაჩენას, როგორი ორსულობა ექნებოდა, გაუმკლავდებოდა თუ არა ავადმყოფი ქალისა და შვილის მოვლას.
წყვილებს შორის კამათი და ჩხუბი არ წყდებოდა. დენისი სახლშიც არ მოდიოდა, მაგრამ სოფია ყველაფერს თმობდა.
დენისმა ერთხელაც ვეღარ გაუძლო და სოფიას გამოუცხადა, ავადმყოფი ცოლი მე არ მჭირდება, მაპატიე.
სოფიას არ ესმოდა, მისი ავადმყოფობა ხომ მარტივად ექვემდებარებოდა მკურნალობას. სერიოზული ავადმყოფობა არ ჰქონია.
ამ სიტყვებზე ახალგაზრდები ერთმანეთს დაშორდნენ. დენისმა მას მეგობრებად დარჩენა სთხოვა, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ ეს ცოტა რთული რამ იყო. მეგობრები ხომ ერთმანეთს რთულ სიტუაციაში არ ტოვებენ.
შვიდი წლის შემდეგ დენისი შემთხვევით შეხვდა სოფიას ქუჩაში. ქალს თავისი სილამაზე ისევ შენარჩუნებული ქონდა. ისეთივე საყვარელი და მომხიბვლელი იყო. ის მიდიოდა და ხელი ხუთი წლის ბიჭუნაზე ეკიდა.
მხოლოდ ამ წუთში მიხვდა დენისი, რომ რვა წლის წინ საშინელი სისულელე ჩაიდინა. როგორ შეეძლო ამ მშვენიერ ქალთან გაეწყვიტა ურთიერთობა. მის გვერდით კი ულამაზესი ბიჭუნა იყო, ოღონდ არა მისი.
რამდენიმე წინადადების შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, დენისმა მხოლოდ ის დაინახა, როგორ მიუახლოვდა სოფიას ვიღაც კაცი, მოხვია ხელი და და ბავშვთან ერთად ჩასვა მანქანაში.
არადა იმ კაცის ადგილზე შეიძლებოდა თვითონ ყოფილიყო, მაგრამ მან თავისი არჩევანი გააკეთა და ყველა თავის ქმედებაზე აგებს პასუხს. ახლა კი ის ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს პატარა ბინაში, თავისებური, მორცხვი და კარჩაკეტილი დენისი.

  • 56
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!