Загрузка...

მასწვავლებელმა თავისი მოსწავლის პირობები, რომ შეიტყო მოულოდნელობისაგან გაქვავდა

loading...
loading...


მათემატიკის მასწავლებელი მეხუთე კლასელებს სათვალის ქვეშიდან ათვალიერებდა. მისი ყურადღება ფანჯარასთან მჯდომმა ბიჭმა მიიქცია, რომელსიც ბოლო მერხზე იჯდა. მას დაკუჭული, დალაქავებული პიჯაკი და ძველი, მუხლებდაგლეჯილი შარვალი ეცვა.
ეს მოსწავლე მაშინვე აითვალისწუნა, როგორც კი კლასი აიყვანა. ბიჭი არაფერს უსმენდა და მთელი გაკვეთილის განმავლობაში ეძინა. მასწავლებელზე არც მისი სევდით სავსე თვალები მოქმედებდა.”ზარმაცი, უზრდელი,”-ასე ფიქრობდა.
რატომ არ უყვარდა ეს სტასი ასე განსაკუთრებულად თვითონაც არ იცოდა. ის ხომ არც უშლიდა, არ ყვიროდა, არ იცინოდა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ იტანდა. ბიჭს შეეძლო მთელი დღე მჯდარიყო და ფანჯრიდან ეყურებინა ისე, რომ არც რვეულს გადაშლიდა. რა სულელია, სწავლას სულ არ ექვემდებარება. რაც არ უნდა ეკითხათ, ის პასუხსაც არ სცემდა, იდგა და ხმას არ იღებდა.
რვეულში დავალებებს არ ასრულებდა, საკლასო წერისას მხოლოდ თარიღს გადააწერდა.” რა მოვუხერხო, მის პირველ მასწავლებელს უნდა ვკითხო მის შესახებ, უნდა გავიგო რა ოჯახიდანაა, დედა ალბათ ალკოგოლიკია-სხვა რამე გამორიცხულია.”
-ქალბატონო ნადეჟდა, გახსოვთ სტასიკი? ვინ არიან მისი მშობლები?-ჰკითხა მასწავლებლმა ბიჭის პირვანდელ მასწავლებელს, რომელმაც შეცვალა სტასის დაწყებითი კლასის მასწავლებელი დეკრეტული შვებულების შემდეგ.
-რატომ გაინტერესებთ, მასთან დიდი ხანი შეხება არ მქონია, უმჯობესია მისი დახასიათება აიღოთ და წაიკითხოთ, მასზე ინფორმაციას იქ იპოვით.დამიჯერეთ გაოცებული დარჩებით.
ლარისა მასწავლებელმა მაშინვე კარადიდან გამოიტანა მოსწავლის პირადი საქმე და მისი დახასიათების კითხვას შეუდგა.როდესაც კითხვა დაასრულა ის უბრალოდ შეძრული იყო მოულოდნელობისაგან. აი, რა ეწერა მეორე კლასის დახასიათებაში:”მშვენიერი ბავშვია. ჰყავს ბევრი მეგობარი, ეხმარება თანაკლასელებს. ნიჭიერი და მონდომებულია, განსაკუთრებით უყვარს მათემატიკა”. მესამე კლასის დახასიათებამ კი შოკში ჩააგდო:” ავადმყოფი დედის გარდაცვალებამ, ბავშვს დიდი დარტყმა მიაყენა.”
ის ცდილობს იბრძოლოს, მონდომებულია, მაგრამ მამა ტრაგედიის შემდეგ სმას მიეძალა და შვილს ყურადღებას ვეღარ უთმობს.მეოთხე კლასის დახასიათებაში კი უკვე ასე ეწერა: ” გაფანტულია, უპასუხიმგებლო, არ ჰყავს მეგობრები, გაკვეთილებზე ძინავს, საშინაო დავალებებს არ ასრულებს.”
წაკითხულისაგან ლარისა მასწავლებელი გაქვავდა: რას არ იფიქრებდა ამის გარდა! მას წარმოდგენა არ ქონდა, რომ ეს ბავშვი უბედური იყო. საკუთარი თავის შერცხვა და გაწითლდა. მთელი ღამე სტასზე ფიქრი თავიდან ვერ მოიშორა, მისი ჩამქრალი, ნაღვლიანი თვალები სულ თვალწინ ედგა.. მეორე დილით კი მისი მისამართი გაიგო სახლში მივიდა. ბინაში დამწვრის სუნი იდგა და სიგარეტის ბოლის გამო ოთახში არაფერი ჩანდა.
-ვინ არის მანდ? გაისმა ოთახიდან მთვრალი კაცის ხმა.

Загрузка...


სტასიკი კი გაქვავებული იდგა და მასწავლებელს დამორცხვებული უყურებდა. ამასობაში მამაც გამოვიდა, დახეული მეზღვაურის მაისურით, ჭუჭყიანი სპორტულებით და გაჩეჩილი თმებით.
ვინ ხართ? ჩაწითლებული თვალებით დააცქერდა.
იმ დღეს საუბარი არ გამოუვიდათ, ლარისა მხოლოდ იმას მიხვდა, თუ რა ძნელი ცხოვრება ჰქონდა ბიჭუნას. შეძრა იმ ფაქტმა, რომ 9 წლის ბავშვი ვახშამს თვითონ იმზადებდა!
ახალი წელი დადგა. ბავშვები მასწავლებელს ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს ჩუქნიდნენ, სტასმა კი გაზეთში შეხვეული საჩუქარი ამოიღო, ეს იყო უბრალო ბეჭედი და სუნამოს შუშა, რომელშიც ცოტაზე ესხა. მასწავლებელი შეაცბუნა მისგან ათვალისწუნებული მოსწავლის საჩუქარმა, მაგრამ მაშინვე გონს მოეგო, ბეჭედი მაშინვე გაიკეთა და სუნამო შეისხა.
-ახლა თქვენ დედაჩემის სუნი აგდით- აკანკალებული ხმით უთხრა სტასმა.
-ბავშვებმა ხმა გაკმინდეს, მასწავლებელმა კი შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი.
დროთა განმავლობაში ბიჭუნა ცხოვრებას დაუბრუნდა. ის თავის პრობლემებს მასწავლებელს უზიარებდა, ეკითხებოდა რჩევას. სასწავლო წლის ბოლოს კი ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა სწავლაში.
სკოლის დამთავრების შემდეგაც არ ივიწყებდა სტასი თავის მასწავლებელს. დაბადების დღეს ყოველთვის ულოცავდა. მუდამ ეუბნებოდა რომ ის “საუკეთესო მასწავლებელი იყო”- ეს გულწრფელი სიტყვები კი ნებისმიერ საჩუქარზე ღირებული იყო.
როდესაც სტასმა ექიმის დიპლომი აიღო, ლარისამ მისგან ასეთი წერილი მიიღო: “ჩემს მასწავლებლებს შორის შენ ბადალი არ გყავს, შენ ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი ხარ”. სტასი ხშირად სწერდა მას, ინტერნეტითაც უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, სტასი უყვებოდა, როგორ დაიცვა კანდიდატურა და როგორ მუშაობდა ქირურგად პრესტიჟულ კლინიკაში.
და ისევ და ისევ არ ავიწყდებოდა მასწავლებლის დაბადების დღეები და მუდამ ლამაზ თაიგულებს უგზავნიდა ვარდების თუ ორქიდეების.
რამდენიმე ხნის შემდეგ კი სტასმა თავის მასწავლებელს სთხოვა მის ქორწილში დედის ადგილი დაეკავებინა. ამ თხოვნამ ისე იმოქმედა ლარისაზე, რომ ცრემლები მოსაწვევზე ეცემოდნენ. ამოიღო ძველი ყუთიდან უბრალო ბეჭედი, შეისხურა ძლივს ჩარჩენილი სუნამო , რომელსაც ასე უფრთხილდებოდა.
ნეფე როდესაც მასწავლებელს მოეხვია, დედის სუნი იგრძნო და როგორც ბავშვი ისე ატირდა მასწავლებლის მხრებში, ის კი ნაზად ეფერებოდა თმებზე. მას ესმოდა სტასის სიტყვები:”შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ქვეყანაზე,”
ერთი წლის შემდეგ კი ქალბატონი ლარისა საავადმყოფოში მოხვდა და სტასმა გაუკეთა ოპერაცია. მასწავლებელი თითქოს ნისლში ხედავდა მას.
-აბა, როგორაა ჩვენი ავადმყოფი?
პასუხის ნაცვლად კი მან სტასის ხელი აიღო და აკანკალებულმა უთხრა:
-მაპატიე ყველაფერი. ეს შენ მასწავლე როგორ გავმხდარვიყავი კარგი…
და მოუყვა , თუ როგორ ცუდად ფიქრობდა მასზე და სულიც შეიმსუბუქა…

  • 100
    Shares
loading...
loading...
Загрузка...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

error: კოპირება აკრძალულია !!