Загрузка...

აშშ-ში სხვადასხვა ფერის ტყუპები დაიბადნენ

0
550


დები კალანი და ჯალანი დინები მასაჩუსეტსის შტატში 2016 წლის 23 აპრილს დაიბადნენ. ისევე როგორც სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან შობილი ტყუპების, მათი სახის ნაკვთებიც განსხვავებულია. მაგრამ ამ შემთხვევაში განსხვავება კიდევ უფრო მეტი იყო: გოგონებს სხვადასხვა ფერის კანი აქვთ.
მათი მამა თომას დინი აფროამერიკელია, ხოლო დედა უიტნი მეიერი თეთრი. მათ უკვე ჰყავთ 7 წლის ტალანა, რომელიც უიტნის ვაჟია წინა ქორწინებიდან. წყვილს საერთო შვილიც ჰყავდათ, რომელიც ორი წლის ასაკში დაიხრჩო. ტყუბების გაჩენა წყვილისათვის მოულოდნელი არ იყო, მაგრამ მათ მაინც შეძლეს მშობლების გაოცება: ერთ გოგონას უფრო მუქი კანი აქვს, ხოლო მეორე დედასავით თეთრია.

Загрузка...


 მსგავსი შემთხვევები ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მათი ალბათობა 1/500-ზეა. ჰეტეროზიგოტური (დიზიგოტური) ტყუპები ამქვეყნად ორი ან მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერებით იბადებიან. ისინი შეიძლება სხვადასხვა დროს (შეიძლება რამდენიმე დღის ინტერვალით) ჩაისახონ. მსგავს ტყუპებს შესაძლოა სხვადასხვა მამებიც ჰყავდეთ. ასეა თუ ისე, ჰეტეროზიგოტურ ტყუპები  ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც დანარჩენი და-ძმები.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.