Загрузка...

შორენა ბეგაშვილი მეფესთან რომანზე – დაშორების შემდეგ ვიტირე, მეფე ჩემთვის ყველაფერი იყო და დარჩება

0
896
loading...
loading...

ბაგრატიონების თემა დღეს ყველაზე აქტუალურია. სამეფო კარზე დატრიალებულ სკანდალებს ბოლო არ უჩანს. სხვათა შორის, გაზეთი „პრაიმტაიმის“ პირველი ნომერი, სადაც შორენა ბეგაშვილის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სიყვარულის ისტორიაზე ექსკლუზიურად ვწერდით, მეორე ტირაჟით დავბეჭდეთ. 2009 წლის გაზაფხულზე, მეფის და მსახიობის ფარული რომანის შესახებ ინტერესი დიდი იყო. გაუხმაურებელი „ლავსთორის“ შესახებ საზოგადოებამ ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან შეიტყო. მაშინ შორენა ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა, დავითი – მით უმეტეს. რომანის დეტალებზე გვიყვებოდა ქალბატონი – შორენას გარემოცვიდან.
დღეს უკვე შორენას დავითზე საუბარი აღარ სურს.
მისი სახელის გაგონებაზე ტელეფონს თიშავს – „უფ, კაი რაა“ – სულ ეს იყო „პრაიმტაიმთან“ მისი კომენტარი.
ქორწინებისთვის გაყრილი წყვილები

ბაგრატიონების ორი სხვადასხვა შტოს ოჯახის შესაქმნელად ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქმარს დააშორეს (ორი შვილი ჰყავთ), დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი – შორენას. „პროექტი ქორწინება“ თავშივე განწირული იყო. შორენას დეპრესია ჰქონდა. იმ პერიოდში ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სატელევიზიო სერიალში „კაბარე ხუთი ვარსკვლავი“ თამშობდა. მახსოვს, ამ თემაზე ჩასაწერად გადასაღებ მოედანზე მივედი. შორენა ძალიან დაძაბული იყო, თავის თავს არ ჰგავდა. შეკითხვამ – როგორ მოხდა მისი და დავით ბაგრატიონის დაშორება, შორენა დაძაბა და ინტერვიუზე უარი განაცხადა.
„უნდოდა ჩემი დაკარგვა და დამკარგა“
გავიდა დრო, ნახევარ წელზე მეტი… და შორენა „პრაიმტაიმთან“ დაუვიწყარ რომანზე ალაპარაკდა.
შორენა ბეგაშვილი: – ჩვენ შეყვარებულები ვიყავით და არა საყვარლები. 
– ანუ შესაძლებელი იყო, მისი ცოლი გამხდარიყავი?
– არა, ქორწინებაზე არც ერთი არ ვფიქრობდით, მით უმეტეს, მაშინ ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი. ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა, სიყვ-არულზე მეტი იყო და სიტყვებით ვერანაირად ვერ გადმოვცემ. 
– თქვენი დაშორების მიზეზი მხოლოდ ბაგრატიონების ქორწინება იყო?

Загрузка...

– ჰო, აბა, სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო?! დავითმა ნორმალურად ამიხსნა, რა სიტუაცია იყო. გული რაზე უნდა დამწყვეტოდა? ჩემი გადასაწყვეტი მანდ არაფერი იყო. უნდოდა ჩემი დაკარგვა და დამკარგა. ასე რომ, გული სხვებს დაწყდეთ.
– მეფემ რომ შემოგთავაზოს, მასთან ურთიერთობას გააგრძელებდი?
– (ფიქრობს) არა.
– არ გიყვარს თუ თავმოყვარეობის გამო?
– იცი რა, ამ დროს ქალი თავმოყვარეობაზე ნაკლებად ფიქრობს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ – არა.
გაცნობა და სიყვარულის ისტორია

შორენა ინტერვიუში ყვებოდა, რომ დავითი გაგარინის მოედანზე მდებარე ჩინურ რეატორანში გაიცნო. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. „ჩვენ ძალიან სხვანაირი ურთიერ¬თობა გვქონდა, არ იყო ბანალური ფრაზები, იცი რა, მიყვარხარ და ა.შ. უბრალოდ, ორივე მივხვდით, რომ ერთად ყოფნა გვინდოდა. თქვენ ვერ წა¬რმოიდგენთ, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო. ძალიან რომანტიკული დღეები გვქონდა. ტკბილი მიყვარს ძალიან და ტკბილეულით მანებივრებდა. დეტალებში ვერ მოგიყვები, მაგრამ პირველი მეუღლის ღალატის შემდეგ, მამაკაცებზე საერთოდ გულაყრილი ვიყავი, მეფემ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემთვის საოცარი დღეები ეჩუქებინა. მე მას „მამიკოს“ ვეძახდი, ის კი – „დედის“. მახსოვს, ჩვენი პირველი კოცნა ძალიან სასიამოვნო იყო. მაშინ ვიგრძენი, რომ ვუყვარდი.
რაღაცნაირი სხვანაირი სიყვარული გვქონდა, მე არც გამიგია ვინმესგან ასეთი სიყვარულის ისტორია. მეფე ჩემთვის ყველაფერი იყო და მუდამ ასე დარჩება.
მოკლედ, არ მინდა ამაზე საუბარი, იმედია, ჩემსა და მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.
“არა მგონია ჩვენ შორის რამე აღდგეს”
– შენ სიყვარულისთვის არ გიბრძოლია?
– არა, ბრძოლას და ვინმესთვის რამის წართმევას არ ვაპირებ. თუ საჭიროა, ჩემთვის იბრძოლონ.
– მიუხედავად ყველაფრისა, დღეს თქვენც და მეფეც თავისუფლები ხართ…
– უი, მართლა (იცინის). ასეა, მაგრამ არა მგონია, ჩვენს შორის რამე აღდგეს. ჩვენ ორივეს ჩვენი ცხოვრება გვაქვს, ორივე სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ვართ და ურთიერთობის გასაგრძელებლად, ალბათ, მარტო სიყვარული არ არის საკმარისი.
– კიდევ რა არის საჭირო?
– არ ვიცი. იცით რა, ჩემი იმიჯი, ალბათ, ბევრს ხელს უშლის. 
– ბევრი იტირეთ მასთან დაშორების დროს?
– კი, ვიტირე… 
(გაზეთ “პრაიმტაიმის” N21-ის არქივიდან 2009 წ.)

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი