Загрузка...

გადამოწმდა, აბსოლუტურად ჯანმრთელია – მოსამართლემ იაგო ნებიერიძე ტყუილში ამხილა

0
688
loading...
loading...


გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმე – ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს.

მოსამართლის განცხადებით, ნებიერიძის მიზეზი გადამოწმდა და ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. მოსამართლე ლევან დარბაიძემ სხდომის ბრალდებულის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო:

„ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება და ითხოვს, რომ პროცესი კვლავ გადაიდოს, რადგან აქვს სურვილი, რომ სხდომას დაესწროს. ის მითითებს – მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად.

Загрузка...



გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას”, – აღნიშნა მოსამართლემ.

სასამართლო სხდომა მოსამართლემ სრულად დახურა.

წყარო: newposts.ge 

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი