
13 წლის გოგო, რომელიც გუშინ რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა, ლიზა ვადაჭკორიაა.
შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე გუშინ მოხდა. მოზარდი 8-სართულიანი შენობის სახურავიდან გადავარდა.
ადგილობრივი მცხოვრებლები მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის თანახმად, 13 წლის მოზარდი მეგობარ გოგოსთან ერთად ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და რვასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადავარდა.
მეორე ვერსიით კი ორ გოგოსთან ერთად, სახურავზე რამდენიმე ბიჭიც იყო: მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გოგოს ხელი ჰკრეს.
ექსპერტ-კრიმინალისტები კი “ქრონიკასთან” ამბობენ, რომ სახურავის კიდეზე ერთი ადამიანის ფეხის ანაბეჭდი ამოიღეს და ეს ერთი ფეხსაცმლის კვალია.
დატოვეთ კომენტარი