Loading...

თბილისის ზოოპარკი 50 მილიონი ღირს

0
571


ევროპის ზოოპარკები მზად არიან საქართველოს ცხოველები უსასყიდლოდ გადასცეს, თუმცა, ორად გაყოფილი თბილისის ზოოპარკი ჯერ მათ მისაღებად მზად არ არის.
უკვე დიდიხანია თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკი ეწყობა, თუმცა, როგორც ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა, ახალი ზოოპარკის გახსნისთვის სულ 50 მილიონია საჭირო. ამ თანხით თბილისს თანამედროვე და ევროპული სტილის ზოოპარკი ექნება.
მანამდე კი, ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე რამდენიმე ცხოველია.
თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მზია შარაშენიძის განმარტებით:
„პირველ ეტაპზე ვგეგმავთ კავკასიის ექსპოზიციის გახსნას, ანუ მხოლოდ ერთი ნაწილის. ინერგება ახალი ინოვაციებიც, მაგალითად, ტერიტორიაზე სპეციალური მანქანებით გადაადგილება და დათვალიერება. ცხოველების დამატება ეტაპობრივად ხდება. ცხოველების ჩამოყვანა არ არის პრობლემა ცხოველებს გვჩუქნიან ევროპის ზოოპარკები. პრობლემაა ის, რომ აქ უნდა დახვდეს ვოლიერი და ჩვენი თანხები, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ წვდება რომ ერთბაშად ბევრი ახალი ცხოველი ჩამოვიყვანოთ და ბევრი ახალი ვოლიერი ავაშენოთ, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ფინანსებით. თუმცა, გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ნაყიდია ვოლიერი და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ დომბების ჩამოყვანას.“ – აცხადებს შარაშენიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.