Loading...

“ქალიშვილობა ჩავაბარე და ამიტომ კომპენსაციას ვითხოვ” – გორში ყოფილი ცოლი ქმარს სასამართლოში ქალიშვილობის გამო უჩივის

0
1223


“ქალიშვილობა ჩავაბარე და კომპენსაცია მეკუთვნის”, – გორში მცხოვრებმა 50 წლამდე ასაკის ქალმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ გორის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია.
ქალი, რომელსაც ქმარი ქორწინებიდან 2 კვირის შემდეგ გაშორდა, ფსიქოლოგიურ ტრავმაზე საუბრობს. გორის სათემო რადიოს ,,მოზაიკის” წყაროს ცნობით, ქალი ამბობს, რომ ქმართან გაშორების გამო დაზარალებულია და კომპენსაცია ეკუთვნის.

Loading...


ყოფილმა ქმარმა სარჩელის შესაგებელში აღნიშნა, რომ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი არ ჰქონია. მისმა ადვოკატმა ექსპერტიზა მოითხოვა. ექსპერტიზაზე ქალმა უარი განაცხადა, შემდგომ პროცესზე კი ქმრის სიტყვები დაადასტურა.
,,სასამართლო აუცილებლად უნდა შედგეს, რადგან არავინ დამიჯერებს, რომ ისევ ქალიშვილი ვარ” – თქვა ქალმა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ