Loading...

ივნისში ჰქონდათ ქორწილი დაგეგმილი… – ვინ არის 28 წლის გოგონა, რომელიც ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა

0
555


ბათუმში კლინიკა “მედცენტრში” 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა “მედცენტრში” აღმოჩნდა თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის წევრები მელანოს გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ.

Loading...


“აი ეს გოგონა ფოტოზე ბედნიერი რომაა გუშინ დილით ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინარობა გახდა. ბრმა ნაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული. მაგრამ.. 
ბექა გითანაგრძნობ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, ვერც ვერაფერს გეტყვი…” – წერს ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელში.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ