Loading...

მედიცინა შოკშია: ნახეთ რა ამოუვიდა ქალს თავზე (ვიდეო)

0
3914


სამედიცინო სამყაროში უამრავი საოცრებაა მოხდენილი. მსოფლიო მაშტაბით, თითქმის ყოველდღე რაღაც უცნაური ხდება ჩვენს პლანეტაზე. ამჯერად ქალს თავის ქალაზე რქა ამოუვიდა, ამ მოვლენამ მედიცინის დარგში ნამდვილი შოკი გამოიწვია. დეტალებს გაწვდით Unilad -დან.
ლისა 43 წლის ქალბატონია, მას ჰყავს ერთი შვილი. დაახლოებით 1 წლის წინ, მან თავის ქალაზე უცნაური შესიება შენიშნა. თავდაპირველად ყურადღებას არ აქცევდა, შესიება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა, ისე რომ ლისა ამას ვერც კი ამჩნევდა. თუმცა 3 თვის წინ, მან შესიების ადგილას შენიშნა წამონაზარდი, რამაც იგი ძალიან შეაშფოთა.
ლისას ეს სიმსივნური წამონაზარდი ეგონა, თუმცა ექიმის პასუხმა ქალბატონი საკმაოდ დაამშვიდა. მიუხედავად ამისა, ექიმები მაინც ღელავდნენ წამონაზარდის შესახებ, რომელსაც “მარტორქის რქა” უწოდეს. ლისა ქორწილის მოლოდინში იყო, ამიტომ ოპერაცია თავდაპირველად გადადო, თუმცა ტკივილები ძლიერ აწუხებდა:

Loading...


“დღითი-დღე იზრდებოდა, ამას მე ვგრძნობდი, მაგრამ ქორწილის წინა დღეებში ოპერაციის დრო ნამდვილად არ იყო. ხანდახან ისე მტკიოდა, რომ სიმწრისგან ვტიროდი… ქუჩაში გასვლისას თმების ქვეშ ვცდილობდი დამემალა, რათა არავის ენახა… წარმოიდგინეთ რქიან ქალზე ხალხი რას იფიქრებდნენ?!”
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დოქტორ ლის განცხადებით, ეს არ იყო სიმსივნური დაავადება. ლისას “მარტორქის რქის” წამონაზარდი განაპირობა თეთრი სისხლის უჯრედების შემჭირდოვებამ, საიდანაც წარმოიქმნება კანის რქა.
წარმოგიდგენთ ლისას ემოციურ ვიდეოს ოპერაციის შემდეგ, დოქტორ ლიისთან ერთად…

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ