Loading...

ბათუმში გარდაცვლილი გოგონას ნიშნობის ამსახველი ვიდეო, რომელსაც ახლობლები ავრცელებენ

0
411


ბათუმში ჰოსპიტალ “მედცენტრში” 28 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალის ახლობლების თქმით, ის თავადაპირველად სამკურნალოდ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მივიდა, სადაც, დიაგნოზი ვერ დაუსვეს და სახლში გაუშვეს. ისინი მომხდარში სწორედ რეფერალური საავადამყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ.
შვილმკვდარი დედა ამბობს, რომ მისი შვილი მუცლის არეში ტკივილებით ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა სახლში გაწერეს. დედის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღესვე დამძიმდა და იგი კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანა ოჯახმა, სადაც პაციენტი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა ბათუმის რეფერალური
საავადმყოფოს ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.
მელანო ფუტკარაძე ცოტა ხნის წინ დაინიშნა და ზაფხულში ქორწილისთვის ემზადებოდა.
სწორედ ნიშნობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, გარდაცვლი გოგონას საქმროს ახლობელმა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილთან ერთად.
“დაგტირის მთელი საემიგრანტო-საქართველო 28 წლის ნაადრევად გაფრენილო ანგელოზო… დავმუნჯდი სამძიმარს შენს საცოლეზე თუ ვწერდი ემიგრანტების არხის სახელით რას წარმოვიდგენდი ბექუუ ძმისგულოდა ჩემო გახარება რას ვიფიქრებდიიი… გავქვავდი გული
დამეთუთქა… თორნიკეს ქორწილში არ მითხარი და როგორ მიხაროდა თქვენი ამბავიი…. ხმამაღლა ვიღრიალე ჩემი ბექაა ფოტოზე? მერე უცებ დავმუნჯდი, ენა გადავყლაპე ვტირი მას მერე…
მიწამ როგორ უნდა მიგიღოს…”შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. რამხელა ტრაგედია დატრიალდა სულიერად გაძლიერებას და ამ ტკივილის დათმენას ვუსურვებთ საქმროს….
უსაშველოდ დიდი ტკივილი… სამძიმარი როგორ უნდა უთხრან ოჯახის წევრებს სიტყვები არ მაქვს.უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი დარწმუნებული ვარ საოცრად თბილი მოსიყვარულე და საუკეთესო შვილი, მეგობარი მეუღლე და ადამიანი იყო მელანო…გისამძიმრებთ მთელი გულით უფალმა მოგცეთ ძალა … გისამძიმრებთ სიტყვები აქ უძლურია, ნათელი დაადგეს იმ ქვეყნად!განვიცდი და გისურვებთ ძალას ცხოვრებისთვის და მელანოს სულისთვის…”- წერენ სოციალურ ქსელში გოგონას გარდაცვალებით დამწუხრებულები

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ