Loading...

სინამდვილეში რა მოხდა და რატომ აგინა ირანელმა მომღერალმა ფილარმონიის სცენიდან ქართველებს

0
774



სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ირანელი რეპერის, ამირ თათალუს ფილარმონიაში კონცერტიდან ფრაგმენტია ასახული. ვიდეო დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა და შემდეგ ქართული სოციალური ქსელის ქსენოფობიურად განწყობილი გვერდები მოიცვა. გამავრცელებლები ირწმუნებიან, რომ ირანელი მომღერალი ვიდეოში ამბობს შემდეგს:
“ჯორჯისტანში მარიხუანას მოწევა თუ მომინდა კანონით მეკრძალება⁉️ რომ მოვწიო ქართველებმა რა ყ.. უნდა მომჭამონ⁉️ ნახეთ ჩვენ ამდენი ვართ და მგონი მართლა უნდათ, რომ მოგვჭამონ.”
გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აღშფოთების და შოვინისტური გამოხმაურებების დიდი ტალღა გამოიწვია. მომხმარებელთა ნაწილმა ხვალისათვის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციაც დაგეგმა.
თუმცა, ინტერნეტ-მომხმარებლების მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ ირანელ მომღერალს მსგავსი არაფერი უთქვამს და არასწორი თარგმანი პროვოკატორებმა შეგნებულად გაავრცელეს. ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი წერს, რომ ირანელ მომღერალს შეურაცხმყოფელი ფრაზა არ გამოუყენებია.
ლაშა ჩაველაშვილმა, ფერეიდნელ ქართველზე დაყრდნობით ირანელი მომღერლის ნათქვამი ასე თარგმნა:
“ესენი აქ მარიხუანას ვერ მოწევენ. თუ გინდათ მოწევა, მე მაქვს, მაგრამ დედაჩემს არ უთხრათ. ყველას აქვს. ჯორჯესთანის კანონები ამბობს, ფარულად მოწიეთო. ახლა დავუშვათ და მოვწიე – რა უნდა… ქნან (რა ფეხებს მომჭამენო, სიტყვებს არ იყენებს, მაგრამ ამას გულისხმობს). ჩვენ ამდენი ადამიანი ვართ.”
“მიაქირავებენ ფილარმონიას და შიგნით რა ხდება არ აინტერსებთ,” – წერს ერთ-ერთი ფერეიდნელი ქართველი სოციალურ ქსელში.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ