Loading...

ოთხი და-ძმი­დან უფ­რო­სი ყო­ფი­ლა დათო, ძა­ლი­ან უჭირ­და­თო ბოლო ხა­ნებ­ში და ბიჭი სა­მუ­შა­ოდ წა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში – რას წერენ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მი­წის მა­სის ქვეშ მოყოლილ 26 წლის მამაკაცზე (ვიდეო)

0
411


26 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მი­წის მა­სის ქვეშ მოჰყვა და გარ­და­იც­ვა­ლა, და­ვით აბე­სა­ძეა. გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ პოს­ტი “ფე­ის­ბუკზე” გავ­რცელ­და.

“ახალ­გაზ­რდა­აო, სულ რა­ღაც 26 წლის, რო­მე­ლიც სულ მალე ოჯა­ხის შექ­მნას აპი­რებ­დაო, ეს წუ­თია ჩემი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე მწერს, ვა­კე­ში მი­წის ჩა­მოშ­ლას რომ ემსხვერ­პლა დღეს, იმ ბიჭ­ზე…

სულ რა­ღაც 26 წლის დათო აბე­სა­ძე, მამა მა­ღა­რო­ე­ლი იყოო ჭი­ა­თუ­რა­ში და შე­უმ­ცი­რე­ბი­ათ, დედა სა­ბა­გი­როს მე­მან­ქა­ნეო და ოთხი და-ძმი­დან უფ­რო­სი ყო­ფი­ლა დათო, ძა­ლი­ან უჭირ­და­თო ბოლო ხა­ნებ­ში და ბიჭი სა­მუ­შა­ოდ წა­მო­სუ­ლა თბი­ლის­ში, თბი­ლის­ში, სა­დაც ყველ­გან თხრი­ან, სა­დაც ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა გა­თხა­რო. იქაც კი, სა­დაც მიწა შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ი­შა­ლოს და ერთი სი­ცო­ცხლე წა­ი­ღო და მე­ო­რეს ეძე­ბენ…

ბიჭი ემსხვერ­პლა ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბას, ბიჭი, რო­მე­ლიც სულ მალე სა­ოც­ნე­ბო ოჯა­ხის შექ­მნას გეგ­მავ­და, ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც შე­ჭირ­ვე­ბულ ოჯახს სა­არ­სე­ბოს აწ­ვდი­და თა­ვი­სი ოფ­ლით.

აი, რა ხდე­ბა სიკ­ვდი­ლის ქა­ლაქ­ში, დიახ, სიკ­ვდი­ლის, ისეა გა­ცე­მუ­ლი აქ სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა და რო­დის, რო­დის უნდა შე­ჩერ­დეს ეს სა­საკ­ლაო?!” – წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ლა­უ­რა აბ­რა­მია.

Loading...
დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ