ვიდეო

გოგონა იპოვეს ზღვაში 1961 წელს, ნახევარი საუკუნის შემდეგ მან თქვა სიმართლე, ნახეთ რა მოხდა…

Loading...

მოგზაურობა და ოჯახთან ერთად დასვენება ყველას ჰობია. თუმცა ვინ წარმოიდგენს, რომ ეს შესაძლოა კოშმარად გადაიქცეს. 1961 წლის 8 ნოემბერს, დუპეროების ოჯახმა გადაწყვიტა იახტით მოგზაურობა, მათ დაიქირავეს იახტა, რომელსაც მართავდა კაპიტანი ჰენრი და ასევე მასთან იყო მისი მეუღლეც. მოგზაურობა ფლორიდიდან იწყებოდა და ბაჰამებზე უნდა დასრულებულიყო.
ექიმი არტურო, მისი მეუღლე ჯეინი და 3 შვილი(14 ბრაიანი, 11 წლის ტერი ჯო და 7 წლის რენი) გაემგზავრნენ ფლორიდიდან. რამოდენიმედღიანი მოგზაურობის შემდეგ კოშმარი დაიწყო, 12 ნოემბერს მოგზაურების ბედი შეიცვალა.
ყველას ეძინა, როდესაც ტერი ჯო ცუდმა სიზმარმა გააღვიძა, თუმცა რეალობა უფრო საშინელი სანახავი იყო, ტერიმ ნახა, თუ როგორ მოკლა გემის კაპიტანმა თავის ცოლი. მან იგი თავიდან მოიშორა, რათა სადაზღვეო თანხა მიეღო. მოგზაურმა მამაკაცმა ეს მომენტი შენიშნა და ჰენრის შეჩერება სცადა, თუმცა მკვლელმა ისიც მოკლა. შემდეგ დახოცა ყველა, გარდა 11 წლის ტერისა და 7 წლის რენისა. ისინი იახტის პატარა ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი იახტა ჩაძირა.
მკვლელმა სამაშველო ნავით იახტა დატოვა. შემთხვევით ისარგებლეს პატარებმა, რომლებმაც მოახერხეს იახტიდან გადასვლა. მათ მხოლოდ მცირე ზომის სამაშველო ჰქონდათ.
4-5 დღის შემდეგ, 7 წლის რენემ ვერც შიმშილობას და ვერც უწყლობას ვერ გაუძლო და სამაშველოზე გარდაიცვალა. ტერი ჯო დის წყალში გადაგდებას არ ისურვებს, მოგვიანებით კი მის ჭამას დაიწყებს ფეხებიდან, რათა როგორმე გადარჩეს.

Loading...


10 დღის შემდეგ, ტერი ჯო შემთხვევით ბერძნულმა გემმა შეამჩნია, გოგონას მესამე ხარისხის დამწვრობა და მაღალი სიცხე ჰქონდა. როდესაც გოგონა გონს მოვიდა, მან სიმართლე მხოლოდ პოლიციელებს მოუთხრო.
მკვლელმა გადარჩენილი გოგონას შესახებ გაზეთებიდან შეიტყო და თავი მოიკლა.
ტერი ჯო დეიდასთან გადავიდა საცხოვრებლად. 1980-იან წლებში მან პირველად დაიწყო საუბარი მომხდართან დაკავშირებით, თავდაპირველად ის მხოლოდ ახლო მეგობრებს უყვებოდა ცოტას, შემდეგ კი საჯაროდ, ტელევიზიაშიც ისაუბრა.
ამ საშინელი დღეების შესახებ მან წიგნი გამოსცა – “ობოლი ზღვაში”, სადაც აღწერდა, თუ რაოდენ რთული იყო 10 დღის განმავლობაში ზღვაში მარტოდ დარჩენა, მით უმეტეს მაშინ, როცა არც წყალი და არც საჭმელი ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

მსგავსი სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close
Close