Loading...

15 წლის თანაცხოვრების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი 2 შვილის მამა გეი ყოფილა. უცხოეთში კი ჩემს ემიგრანტ…

0
2882
loading...
loading...


ე და ჩემმა მეუღლემ, ერთმანეთი 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს გავიცანით. მაშინ ათასობით ადამიანი ვიდექით ქუჩაში და ვაპროტესტებდით იმ უსამართლობას რასაც შევადნაძის რეჟიმი აკეთებდა.
მაშინ 19 წლის ბავშვი ვიყავი. უამრავ ხალხის გვერდით ვიდექი და ვითხოვდი ცვლილებას, რომელიც ნამდვილად მოვიპოვეთ. იმ ავბედით დღეებში, როცა შემოდგომის სიცივით გათოშილებს ახლა უკვე უამინდობა და წვიმაც დაერთო ხომ საერთოდ საშინელება დატრიალდა. წასასვლელი და თავშეშაფარებელიც არსად იყო, რადგან ამდენი ადამიანი ერთად ვეფერს შევწფარებოდით და აქციის დაშლა გარდაუვალი იყო.
სწორედ ამ დროს მოიტანეს ის პოლიეთილენის ცელოფნები, რომლითაც წვიმისგან ვიცავდით თავს.
სწორედ ამ მომენტში გავიცანი მამუკაც. მაღალი, სიმპათიური, განათლებული და თბილი პიროვნება. რომელმაც თავისი იუმორითა და ყურადღებით წამებში მომაჯადოვა. მისმა თვალებმა კი დამაჰიპნოზა.
ყველაფერი სწრაფად აეწყო და 6 თვეში ვიქორწინეთ კიდეც. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩემს ძმას, რომელსაც მანამდე ყველა ჩემს თაყვანისმცემელთან პრობლემა ჰქონდა, მამუკა პირველივე შეხვედრის დროს მიიღო.

Loading...


თავიდან ვერაფერს ვამჩნევდი განსაკუთრებულს, წარმატებული ადამიანი იყო და სულ საზფვარგარეთ დადიოდა. ოჯახისთვის ნაკლებად იცლიდა მაგრამ, არც მე და არც ბავშვებს არაფერს გვაკლებდა. ყველაფერი კი ბოლო პერიოდში გაფუჭდა. სახლში თითქმის არ იყო, ან მივლინებაში იყო ან მეგობრებთან ერთად სვამდა.
ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მეორე დღეს საზღვარგარეთ უშევებდნენ სასწრაფო შეხვედრა იყო ჩანიშნული და ბარგი ჩამილაგეო. მეც ყველაფერი გავუმზადე, საღამოს მოვიდა დაგვემშვიდობა და წავიდა.
ისე წავიდა, როგორც მანამდე მიდიოდა ხოლმე, ყველას მოგვეხვია შუბლზე გვაკოცა, მაგრამ “დროებით”-ის მაგივრად “მშვიდობით”-ო თქვა და გავიდა.
მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, ძალიან ბევრი ძებნის შემდეგ კი, მისმა საუკეთესო მეგობარმა, რომელმაც ჩემს გლოვას ვერ გაუძლო მითხრა რომ თურმე ახალი ცოლი მოუყვანია და თავს ბედნიერად გრძნობსო. იმდენად მიყვარდა რომ, მთავარი იყო ცოცხალი იყო და გადავიტანდი მის სხვა ქალთან გაქცევასაც კი.
სამწუხაროდ, ვაი რომ ქალი არ იყო მისი მეუღლე. კაცი იყო, ის კაცი რომელთან ერთადაც გავიზარდე და ჩემს სისხლად და ხორცად ვთვლიდი.
15 წლის თანაცხოვრების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი 2 შვილის მამა გეი ყოფილა. უცხოეთში კი ჩემს ემიგრანტ ძმაზე უქორწინია.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ