სიახლეები

25 წლის შვილმა საკუთარ მანქანაში ააფეთქა – სავარაუდოდ, დედამ ნარკოტიკების მოტანასა და მოხმარებაზე უარი უთხრა..

loading...
loading...


2 აპ­რილს, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კვი­ტო­ულ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მის მო­ად­გი­ლე, 64 წლის ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა აა­ფეთ­ქეს. შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ქალი სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, ავ­ტო­მან­ქა­ნა დაძ­რა და მის ქვეშ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა ამოქ­მედ­და. ქალს ად­გილ­ზე მოს­წყდა ფეხი, თუმ­ცა, გო­ნე­ბა არ და­უ­კარ­გავს და ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა ფეხ­ზე გა­და­ჭე­რის შემ­დეგ შე­ი­ჩე­რა…

АБХАЗ АВТО-ს ცნო­ბით, და­შა­ვე­ბუ­ლი ექი­მი, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას ერთი ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და. აგუ­ძე­რის ჰოს­პიტ­ლის ე.წ. მთა­ვა­რი ექი­მის ზუ­რაბ აჩ­ბას თქმით, ვო­უ­ბას მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა, ნაღ­მის აფეთ­ქე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, თუმ­ცა იცო­ცხლებს.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ნა­დეჟ­და ვო­უ­ბა “აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნია” და და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია “ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით”.


დღეს დი­ლით, აფხა­ზურ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ექი­მის აფეთ­ქე­ბა­ში მი­სი­ვე შვი­ლი – 25 წლის ბი­ჭია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. ის ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. მი­ლი­ცი­ამ, დე­დის გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ, უკვე და­ა­კა­ვა.

“გა­მო­ძი­ე­ბის” ცნო­ბით, გულ­რიფ­შის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აგუ­ძე­რა­ში და­ა­კა­ვეს დაურ ვო­უ­ბა, რო­მე­ლიც 1994 წელს არის და­ბა­დე­ბუ­ლი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­და და ორ­გა­ნიზ­მში “მე­ტა­დო­ნის” კვა­ლი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, ექიმ­სა და მის შვილს გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე, მათ შო­რის ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა ჰქონ­დათ.

აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ “90-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ, აფხა­ზე­ბის, რო­გორც ერის გა­ნად­გუ­რე­ბა შედ­გა…” სხვე­ბის თქმით, თით­ქმის ყვე­ლა ექი­მი და ზო­გა­დად, მედ­პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კებს ყიდ­და, ახლა “ნარ­კო­მა­ნი შვი­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­კურ­ნე­ბის­თვის იბ­რძვის”.

“მას მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ეწ. ლომ­კის დროს, ადა­მი­ანს ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. შე­საძ­ლოა, მას არც კი ახ­სოვ­დეს რა გა­ა­კე­თა. არა­ვინ იცის, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში კი­დევ რამ­დე­ნია ჩვენს უბე­დურ ქვე­ყა­ნა­ში” – წერს სო­ხუ­მე­ლი ფსევ­დო­ნი­მით “აფხა­ზია სუ­ხუმ”.

“შოკ­ში ვარ… რა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ, ხალ­ხო, ის ოდეს­მე ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა?! მან რა უნდა შექ­მნას? შვი­ლე­ბი უნდა აღ­ზარ­დოს? რა უთხრა, დედა მოვ­კა­ლი, რად­გან ნარ­კო­ტიკს არ მაძ­ლევ­დაო? მო­მე­ცით ია­რა­ღი, მე მოვ­კლავ და და­უ­ნა­ნებ­ლად წა­ვალ ცი­ხე­ში” – წერს “ია­სონ აფხა­ზი”.

“1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლა… ვინ იცის რა ტან­ჯვით გა­მო­ზარ­და იმ უბე­დურ წლებ­ში ამ ქალ­მა ეს ბიჭი… კი­დევ რა უნდა მოხ­დეს, რომ ვა­ღი­ა­როთ, რომ მო­მა­ვა­ლი არ გვაქვს?! ნარ­კო­ტიკ­ში ვიხ­რჩო­ბით და ვი­ხო­ცე­ბით. არ მინ­და ამ ქვეყ­ნის შვი­ლო­ბა…” – წერს ინ­ტერ­ნეტ­მო­მახ­მა­რე­ბე­ლი ესმა კი­ტია.

“ვთხოვ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­ზე ან დახ­ვრე­ტა და­ა­წე­სონ, ან უბ­რა­ლოდ, მოგ­ვდგნენ და დაგ­ვხო­ცონ, მა­ინც ვერ გა­დავ­რჩე­ბით! შვილ­მა დე­დას მან­ქა­ნა­ში ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი და­უ­მონ­ტა­ჟა, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­დამ ნარ­კო­ტი­კე­ბის მო­ტა­ნა­სა და მოხ­მა­რე­ბა­ზე უარი უთხრა. რა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ? რა გვინ­და სა­ერ­თოდ, რა­ტომ უნდა გა­დავ­რჩეთ, რო­გორც ერი? გვერ­დი­დან შევ­ხე­დოთ ჩვენს თავს, და­ღუპ­ვის პი­რას ვართ…” – მი­აჩ­ნია “ოთარ სუ­ხუმსკის”.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close