Загрузка...

დიდი პანიკაა ამ ამბავთან დაკავშირებით და მინდა ჩემი აზრიც დავწერო და დაგანახოთ სიმართლე… ეს ის მამაკაცია, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს თავზე ჯოხი გადაამტვრია, 13 წლის მარიამმა ნორმალური საქციელისკენ მოუწოდა, თუმცა შეურაცხყოფა მიიღო, დღეს აქეთ უჩივის მარიამს…

0
190
loading...
loading...


ეს არის ადამიანი რომელიც მიუსაფარ ცხოველებს ჯოხით სცემს, “თავის” კავკასიურ ნაგაზს უქსევს, აგლეჯინებს,აცემინებს და როცა ნორმალური საქციელისკენ მოვუწოდებ ათასგვარ შეურაწყობებს გვაყენებს. საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოს ცხოველებისთვის არამედ ჩვენთვის რადგან გვემუქრება.

Загрузка...



სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც აღნიშნულია მამაკაცი კავკასიური ნაგაზით და ხელში ჯოხით. ფოტოს აღწერაში კი ვკითხულობთ, რომ ის ქუჩაში მიუსაფარ ძაღლებს ჯოხით სცემს და თავის ძაღლს უქსევს. აღნიშნულ პოსტს ძაღლების ერთ-ერთ ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელი ეხმაურება და წერს, რომ ინფორმაცია არასწორია და საზოგადოებას მოუწოდებს, პროვოკაციული სათაურების შინაარსის ინფორმაციას ნუ ენდობიან.
“დიდი პანიკაა ამ ამბავთან დაკავშირებით და მინდა ჩემი აზრიც დავწერო და დაგანახოთ სიმართლე, მხოლოდ სათაურების რომ გჯერათ და ისე გამოგაქვთ დასკვნები.
დავიწყებ იქიდან, რომ სამი წელია სიღნაღში მიწევს ყოფნა სეზონურად, პირადად ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ მატილდას, მართლა უამრავი ძაღლი ჰყავს გადარჩენილი და კბილებით იცავს ყველა მათგანს, იფარებს და ზრუნავს ყველა ქუჩის ძაღლზე სიღნაღში, მაგრამ ძალიან კარგად მესმის ამ ბიჭის, რომელსაც ყველა ლანძღავს, იმიტომ, რომ ჯოხით ხელში დაინახეს.
ამ კონკრეტულ სკვერში ყოვლად შეუძლებელია გაიარო შენი ძაღლით, აზრი არ აქვს საბელზე გყავს ის თუ არა, ძეგლთან არის მოგროვილი ყველა ძაღლი და სრულიად ალყაში გაქცევენ, გადმოდიან აგრესიაზე, იწევენ ხალხზე, ძაღლზე და ასე შემდეგ. ნუ ეს კაი, მესმის მათი ტერიტორიაა და იცავენ მას, ბუნებრივია, მაგრამ იქვე ყოველთვის ზის მატილდას დედა, მოხუცი ქალი, რომელიც ყოველ გავლაზე ისეთს იწყევლება და იქნევს ჯოხს, მარტო იმიტომ, რომ იქ ძაღლით გაიარე და მისი ცუგები ააყეფე, რომ მართლა მეშინია ხოლმე წნევამ არ დაარტყას.
მოკლედ, სრული ავტონომიაა სკვერში სადაც საღამოობით იკრიბება მთელი ახალგაზრდობა, ტურისტები, სკვერში, სადაც ყველას აქვს უფლება, გაიაროს, ძაღლით ან უძაღლოდ, სკვერში, რომელიც ეკუთვნის ყველას. ამიტომ მესმის ამ ბიჭის. მართლა გაუსაძლისია იქ ძაღლის გაყვანა და სეირნობა, არადა, ქალაქის ცენტრშია და გინდა არ გინდა, გიწევს გავლა სეირნობის დროს. ამ ბიჭის ქმედება არის პროტესტი იმ ყველაფერზე, რაც ზემოთ დავწერე და არა ქუჩის ძაღლების მიმართ ძალადობა. თქვენ რომ თქვენი ძაღლით სეირნობდეთ და ქუჩის ძაღლებმა ალყაში მოგაქციონ, მართლა მაინტერესებს, ჯოხით ან უჯოხოდ, არ შეეცდებით თავის და საკუთარი ძაღლის დაცვას? ასე რომ, ნუ აყჰვებით მხოლოდ სათაურებს, ნუ გვიყვარს ყველას ლანძღვა, როდესაც არ იცით სრული სურათი. მადლობა. ნახვამდის”, – წერს მომხმარებელი.
როგორც ირკვევა სკვერში ბევრი მიუსაფარი ძაღლია რომელსაც ზემოთ აღნიშნული ქალბატონი პატრონობს.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.