Loading...

შორენა ბეგაშვილი მეფეს მიუგზავნეს და… – დავით ბაგრატიონის ადვოკატის სკანდალური განცხადება

0
770
loading...
loading...


დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამაზრზენს უწოდებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დავით ბაგრატიონის მხრიდან ძალადობის ფაქტს კიდევ ერთხელ გამორიცხავს.

როგორც ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამეფო ოჯახს შორის არსებული დავა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომლის თანახმად ანა ბაგრატიონ- გრუზინსკი ცდილობს, მის ყოფილ მეუღლეს 90 000 ლარი სასამართლო დავის მეშვეობით წაართვას.

„მოგეხსენებათ, რომ მათი სამოქალაქო დავის მეორე ეპიზოდი ეხება თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას. კერძოდ, ჩემმა მარწმუნებელმა 2014-2015 წლებში შეიძინა ორი ავტომობილი. შესაბამისად, ქალბატონი ანა აცხადებს, რომ ამ ავტომობილებზე, როგორც თანაცხოვრების დროს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება აქვს. ოფიციალურად, ანუ იურიდიულად კი ისინი 2016 წელს განქორწინდნენ.

რატომ მიდის დავა ამ 90 000 ლართან დაკავშირებით?! ქალბატონი ანა ეუბნება, რომ ეს ჩვენი თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებაა, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს თანაცხოვრება უკვე შეწყვეტილი იყო. ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს იმისა, რომ მათ 2013 წელს თანაცხოვრება შეწყვეტილი ჰქონდათ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე კარგავს 90 000 ლარს. ამიტომ, მათ წამოწიეს ძალადობის ელემენტი“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ამასთან, ლევან ჩხეიძის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის განცხადება, რომლის თანახმად, სატელეფონო ანძით დასტურდება ის, რომ ძალადობის დღეს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი საგურამოში იყო.

Loading...


„დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სახელზე არსებული ტელეფონი ქალბატონი ანას სახელზეა გაფორმებული. საქართველოში დაბრუნების დღიდან ქალბატონმა ანამ 2 ნომერი შეიძინა. ერთი მისცა ჩემს მარწმუნებელს და ერთი თავისთვის დაიტოვა. შესაბამისად, თუ მოიძიებთ ბატონი დავითის ნომერს, რომლითაც ის სარგებლობდა, ნებისმიერი ანძა გეტყვით, რომ ქალბატონი ანა იმყოფებოდა საგურამოში. ამაში არაფერია გასაკვირი. ჩემს მარწმუნებელს ველაპარაკე და რაიმე ფორმით ძალადობას ამ მოცემულ საქმეში კვლავ გამორიცხავს. ასევე კვლავ გამორიცხავს, რომ ქალბატონი ანა მის სახლში იმყოფებოდა“, – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

რაც შეეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინკის ადვოკატის განცხადებას, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა დედის ავადმყოფობა მოიმიზეზა, რითაც რელურად გამოძიებას აარიდა თავი და ამის გამო წავიდა ესპანეთში, ადვოკატ ჩხეიძის თქმით, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. მისი განმარტებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქართველოში დაბრუნების საკითხი დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, ადვოკატი პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა განცხადებას, რომლის თანახმად, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მსახიობ შორენა ბეგაშვილზეც ძალადობდა. ადვოკატი ამ ინფორმაციასაც სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ შორენა ბეგაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩანერგილი აგენტი იყო.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა კონსტიტუციური მონარქის აღდგენა, ხოლო იმის გამო, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი “გაეშავებინათ”, აგენტად შორენა ბეგაშვილი მიუჩინეს.

შეგახსენებთ, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ შესაძლო ძალადობის საქმეზე შორენა ბეგაშვილი და კიდევ ერთი ქალი გამოიკითხება.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ