Loading...

ქუთაისელ სოციალურად დაუცველ ოჯახს უცნობმა გერმანელმა მოხუცმა 10 000 ევრო უანდერძა…

0
543
loading...
loading...


ქუთაისში მცხოვრებ მეროიანების სოციალურად დაუცველ ხუთსულიან ოჯახს გერმანელმა ქველმოქმედმა 10 000 ევრო აჩუქა. 
მეროიანების ოჯახს 2017 წელს გერმანელი როლფ ბარბიანის დატოვებული ანდერძი დღეს ქუთაისში ქართულ-გერმანულ ცენტრში წაუკითხეს, ოჯახმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ანდერძის გასაცნობად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა გარდაცვლილის მეგობარი, გერჰარდ მიულერი.
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოჯახებს გერმანიაში არსებული ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფი ეხმარება. აღნიშნული ორგანიზაცია გერმანიაში შემოწირულობებს აგროვებს. ასევე, 2006 წლიდან 20 მეურვე ოჯახი ჰყავთ.

Loading...


“260 სოციალურად დაუცველ ოჯახს ვეხმარებით ქუთაისში. ერთ-ერთ ასეთია მეროიანების ოჯახი. ჩემი მეგობარი, როლფ ბარბიანი რამდენიმე წელი მძიმედ ავადმყოფობდა. 2017 წელს დამირეკა და მითხრა, რომ სურდა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა მეროიანების ოჯახისთვის. მიმიწვია სახლში და თავისი ძმისშვილის თანდასწრებით გამომიცხადა, რომ მეროიანების ოჯახს თავისი მემკვიდრეობიდან, მისი გარდაცვალების შემდგომ, 10 000 ევროს აძლევს”, – ამბობს ჰუმანიტარული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე, გერჰარდ მიულერი.
მისი თქმით, თანხის განკარგვა ოჯახს თავისი სურვილისამებრ შეუძლია.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ