Загрузка...

მოზარდმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა…

0
491


შემთხვევა რუსეთში მოხდა – 14 წლის ბიჭმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს.
ექიმებმა კი მისი მდგომარეობა შეაფასეს, როგორც საშუალო სიმძიმის დამწვრობა.
როგორც თავად ბიჭუნამ ექიმებსა და პოლიციას უთხრა, მას აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა სატრანსფორმატორო ჯიხურში და გადაწყვიტა შიგნით შეეხედა.

Загрузка...

როცა გამანაწილებელს ხელით შეეხო, დენმა სწორედ მაშინ დაარტყა.
მედიკოსების თქმით, ასეთი სიმძლავრის ელექტროშოკი ცოცხალს არავის ტოვებს და ბიჭუნას ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა, თანაც ისე, რომ შინაგანი ორგანოების დაზიანება არ მიუღია. მოზარდს საშუალო სიმძიმის დამწვრობა აქვს მიღებული, მართალია სხეულის დიდ ნაწილზე, თუმცა მისი მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.