Загрузка...

სამტრედიაში დედამ საფლავიდან შვილები ამოთხარა – მიზეზი გამაოგნებელია

0
2798
loading...
loading...


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუა დედამ საფლავიდან ამოთხარა.
ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა დარიკო ჯაშმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა.
“წუხელ მოუპარია საფლავიდან მიცალებულები. მე გვიან მეზობლებმა გამაგებინეს. ახლა ვიყავი სასაფლაოზე და ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ძვლებია დაყრილი და საფლავი სულ გადათხრილია. უკვე დავრეკე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას” – ამბობს დარიკო ჯაში.
სტურუას დედა ამბობს, რომ დარიკო ჯაში არა მოლოდ საფლავზე მისვლის უფლებას არ აძლევდა და ის მოკვლითაც ემუქრებოდა. შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება და შვილები საკუთარ სოფელში დაფნარში გადაასვენა.

Загрузка...


ნონა ჯოჯუას წლების წინ ქალიშვილიც დაეღუპა ავარიაში, რომელიც დემურ სტურუას მსგავსად, კულაშში იყო დაკრძალული. საფლავის გამო ნათესავებს შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს.
გარდაცვლილის დედასა და ბიცოლას შორის დაპირისპირება დემურ სტურუას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თავდაპირველად პოლიციამ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე დააკავა, თუმცა პოლიციელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნონა ჯოჯუა პოლიციელის გამართლების შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილი გოდერძი თევზაძეს არ მოუკლავს და დამნაშავე სხვა პიროვნება იყო, რომელსაც აუცილებლად იპოვნიდა. თავის მხრივ, შვილის მკვლელის სანაცვლოდ ფულის აღებაში ადანაშაულებდა რძალს დარიკო ჯაში…

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.