Загрузка...

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს მარტივი რეცეპტები და დღეიდან უარს იტყვით წამლის მიღებაზე.

0
525
loading...
loading...


ხშირად ხდება, იღვიძებთ და ხვდებით, რომ გაციებული ხართ, ყელი საშინლად გტკივათ, ლაპარაკიც გიჭირთ, საშინელ მდგომარეობაში ხართ. ყელის გაციება სახუმარო არ არის ნამდვილად. რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, უფრო ადრე გამოჯანმრთელდებით,  დაგვიანება მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ყელის ტკივილი პირველი სიმპტომია ყელ-ცხვირის ანთებითი პროცესის.
ეს შეიძლება იყოს ვირუსული, ინფექციური ან სოკოვანი. პირველ რიგში უნდა ვეჩვენოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ყელი და ყური გვტკივა. სპეციალისტი ძალიან ადვილად დაადგენს რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. დაიმახსოვრეთ, რომ თვითნებურად ანტიბიოტიკების გამოყენება დაუშვებელია. ამან შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
სააფთიაქო წამლები კანფეტები არ არის, ყველას აქვს თავისი ჩვენება და უკუჩვენება. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო წამლებით მკურნალობა, შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ და ხშირად უფრო ეფექტურიც აღმოჩნდება-ხოლმე.
ჩვენს დროში ხშირად იყენებენ ხალხურ მეთოდებს, რადგან ხალხმა თითქოს რწმენა დაკარგა მედიკამენტების მიმართ. მე როცა ყელი მტკივა, ვამზადებ წითელი ჭარხლის წვენს და მშველის 100%-ით. ის ყელის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, არბილებს ხორხს და ასუფთავებს ჩირქოვანი ნადებისგან. შედეგად, ანთება და შეშუპება მცირდება, ტკივილის სინდრომი გადის.

Загрузка...


უნივერსალური რეცეპტი ყელის ტკივილის დროს:
200 მლ ჭარხლის წვენი შეათბეთ 35-40 გრადუსზე, დაუმატეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი, გამოივლეთ ყოველ ორ საათში ერთხელ დღეში 5-6-ჯერ. ეს შველის ნებისმიერი ფორმით ყელის ტკივილს.
ანგინის დროს:
შეურიეთ ერთმანეთში 100 მლ ჭარხლის წვენი, 1 ს/კ ხახვის წვენი, 1 ჩ/კ ნივრის წვენი, 100 მლ ანადუღარი თბილი წყალი და ყოველ 3 საათში ერთხელ გამოივლეთ ყელში.
ვირუსული ფარინგიტისათვის:
შეურიეთ 100 მლ თბილი ჭარხლის წვენი და 2 ს/კ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. ყელში გამოივლეთ  5-6 ჯერ დღეში.
ქრონიკული ტონზილიტი:
200 მლ თბილი ჭარხლის წვენში შეურიეთ 1 ჩ/კ პროპოლისის ნაყენი და მინიმუმ სამჯერ გამოივლეთ ყელში.
რინიტის დროს:
ჭარხლის წვენი და გადადუღებული წყალი თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს და ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთი 4-ჯერ დღეში.
ჰემოგლობინის ასაწევად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგია ჭარხლის, ვაშლის და სტაფილოს წვენის ერთად მიღება. მკაცრად განსაზღვრული რეცეპტი არ არსებობს, მოამზადეთ თქვენი გემოვნებით, თუ გსურთ შეგიძლიათ შეურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.