Загрузка...

ცოფიანი ძაღლივით მეცა, თურმე ამ ბიჭის შეყვარებული ყოფილა – ქუთაისში გოგონებმა ერთმანეთი დაკბინეს

0
1084


სოციალურ ქსელში ერთი კურიოზული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის ავტორს შეგნებულად არ ვასახელებთ.
“ქუთაისში ვცხოვრობ, ამ საღამოს ბიჭთან ერთად ვსეირნბდი, ახლახანს გავიცანით ერთმანეთი. უეცრად უკნიდან ვიღაც მეცა, ასე პირდაპირ მეცა და კბენა დამიწყო, მიყვიროდა ჩემს ბიჭს თავი დაანებეო, ის მხოლოდ ჩემია და სხვას ახლოსაც არ უნდა ეკარებოდესო, იცოდე არ გაცოცხლებო. თურმე ეს გოგო ამ ჩემს გვერდით მყოფი ბიჭის ყოფილი შეყვარებული ყოფილა, საიდან უნდა მცოდნოდა. გაოგნებული ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი, ცოტათი შემრცხვა კიდეც, მაგრამ რა უნდა მექნა, მთელი ძალით ჩამაჭირა კბილები, სიმწრისგან ცრემლებიც კი გადმომცვივდა, ცოფიანი ძაღლივით იყო, არ მიშვებდა.

Загрузка...

სხვა გზა არ მქონდა მეც უნდა მეკბინა რომ როგორმე მომეშორებინა, როგორც კი კბენა დავაპირე პატრულის ხმა შემომესმა, ხმაურზე გაუჩერებია.
ძლივს გაგვაშველეს. ყველაზე საინტერესო და გულდასაწყვეტი ისაა, რომ ეს ინტერნეტით გაცნობილი ბიჭი ადგილიდან აორთქლდა, არ ვიცი რისა შეეშინდა, ყოფილი შეყვარებულის თუ პატრულის, მაგრამ ფაქტია, საქართველოში ნამდვილი ვაჟკაცები აღარ არსებობენ! თავი ძალიან დამცირებულად ვიგრძენი, მაგრამ მინდა ეს ამ ბიჭმაც წაიკითხოს და მიხვდეს რა არაკაციცაა!”

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.