საზოგადოებასიახლეები

საცხობში დილის 8-დან ღამის 11-მდე ვმუშაობდი, უფროსის შვილისგან ხშირად გავმხდარვარ სექსუალური ზეწოლის მსხვერპლი… – გამყიდველის მორიგი მძიმე ისტორია

loading...
loading...


სოციალურ ქსელში გვერდი “არა მონობას” მორიგ მძიმე ისტორიას აქვეყნებს.საცხობში მომუშავე გამყიდველი ქალის თქმით, ის სექსუალური შევიწროვების მსხვერპლიც კი გახდა.
“ვმუშაობდი საცხობში წერეთელზე სადაც გრაფიკი დილის 8 საათიდან ღამის 11 საათამდე მქონდა. დღეში 20 ლარი. არანაირი ბონუსი. დასვენება შემეძლო თვეში მაქსიმუმ ორჯერ. გამყიდველთან ერთად ვიყავი ფოდნოსების მრეცხავი,დამლაგებელი,და ხშირად სექსუალური ზეწოლის მსხვერპლიც! რის გამოც წამოვედი სამსახურიდან! ყველაფერი იმით დაიწყო რომ მუშაობიდან 2 თვის თავზე უფროსის შვილმა შემომთავაზა სახლში გაყვანა.

იმდენად მკვდარი ვიყავი ძალიანაც მინდოდა მაგრამ უარი ვუთხარი.ხშირად მოდიოდა საცხობში,დამიჯდებოდა და მელაპარაკებოდა. ბოლოს მესიჯობა დამიწყო და იქამდე მივიდა საქმე რომ საყვარლობა შემომთავაზა. 20 წლის ლაწირაკი მე კი 35 წლის ორი შვილის დედა. მეორე დღეს დავახურე თავზე ყველაფერი დედა-შვილს და წამოვედი! რომ მიჭირს და 20 ლარზე ვირივით ვმუშაობ ესე იგი ბოზი ვარ? მეზიზღებით ყველა ასეთი ადამიანი! მარიამ გვალია მადლობა შენ ამ გვერდისთვის და გამბედაობისთვის!” – აღნიშნულია წერილში.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close