Загрузка...

მეცნიერებმა გამოაქვეყნეს თუ რას გრძნობს ადამიანის სხეული, როდესაც სიკვდილი უახლოვდება

0
1147
loading...
loading...


საინტერესოა, რას განიცდის ადამიანი სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე. ამბობენ, ამ დროს მათ გარდაცვლილი ახლობლები ეცხადებიან და იმქვეყნად წასვლას ამცნობენ, იხმობენ თავისთან და ხელს უწვდიანო. გარდაცვალებამდე არსებულ შეგრძნებებს დიდი ხანია, იკვლევს ეზოთერიკოსი, ბატონი ვალერი. როგორც ის ამბობს, სიკვდილი ორი ტიპისაა. ადამიანის თვალი ბევრ რამეს აფიქსირებს გარდაცვალებამდე და მისი სმენა ყველაფერს იგებს მაშინაც კი, როცა გული ჩერდება.
ვალერი:  სულის არსებობისა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის რწმენა სულ უფრო და უფრო მტკიცდება. ამ თემაზე ეზოთერიკოსები და მეცნიერები დიდი ხანია მსჯელობენ, იკვლევენ ფაქტებს, აკეთებენ ანალიზს, ესაუბრებიან იმქვეყნად მყოფ ადამიანებს. მართალია, ჯერჯერობით მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ახლაც უამრავი ადამიანი მოიძებნება, ვინც ამტკიცებს, კლინიკური სიკვდილი მქონდა, გვირაბი გავიარე და ბოლოში სინათლე დავინახეო. შეუძლებელია, ისინი ტყუოდნენ, თანაც, ბევრის ნათქვამი ერთმანეთს ემთხვევა. საიქიოს არსებობაში დღეს ეჭვი აღარავის ეპარება. კლინიკური სიკვდილი ადამიანებს ძირითადად ექსტრემალურ სიტუაციებში ემართებათ და, მათი თქმით, იმქვეყნად ბევრი რამ ნახეს, იხილეს გარდაცვლილი ახლობლები, ნათესავები, ბოლოს კი რაღაც ძალამ ისინი ისევ ამქვეყნად მოაბრუნა. თუმცა, ვერავინ ხსნის, რა არის სიკვდილისწინა გამოცდილება. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ამერიკელმა მეცნიერმაც სცადა ამ მისტიკური მოვლენისთვის ფარდის ახდა და წლები შეალია ამ ფაქტების კვლევა-ძიებას. მისი მტკიცებით, არსებობს მექანიზმი, რომლის წყალობითაც ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავე მოვლენას ეჯახებიან.
– ბოლო დროს, ერთ-ერთმა ამერიკელმა ეზოთერიკოსმა და მეცნიერმა განაცხადა, რომ სიკვდილი ორი ტიპისაა და, გარდასახვა ამქვეყნიდან იმქვეყნად, ანუ საიქიოში, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს. ამის შესახებ თუ ხართ ინფორმირებული?
– რასაკვირველია, ინფორმირებული ვარ და აგიხსნით კიდეც, რას ნიშნავს ორი ტიპის სიკვდილი. მოკლედ, სიკვდილის ორ ტიპს განასხვავებენ. პირველია, ეგრეთ წოდებული კლინიკური სიკვდილი, ანუ, როცა განსაზღვრული დროის განმავლობაში ჯერ კიდევ შესაძლებელია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა, მეორე კი, მისი მომდევნო – ბიოლოგიური სიკვდილია, როცა ორგანიზმში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები და წყდება უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიური პროცესი. უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან, ვინც იცის, რომ დაინტერესებული ვარ მსგავსი ფაქტებით და მიყვებიან თავიანთი უცნაური გარდასახვის შესახებ ამქვეყნიდან იმქვეყნად. ერთმა ისიც კი მითხრა, ამნაირ რამეებს ცრურწმენად მივიჩნევდი, მეგონა, როცა ამბობდნენ, რამდენიმე დღე მეძინა, იმქვეყნიური სამოთხე ვნახე და გარდაცვლილებს ვესაუბრე, იტყუებოდნენ.

Загрузка...

სანამ ჩემს თავზე არ გამოვცადე და თავად არ ვიმოგზაურე იმქვეყნად, ვერ დავიჯერეო. ზოგის მონაყოლი მართლაც არარეალურს ჰგავს. მაგრამ, არ დამავიწყდება ერთი კაცის ნათქვამი, რომელიც ამტკიცებდა, ჯოჯოხეთი მოვიარე და მერე ისევ აქ დავბრუნდიო. არადა, ეს კაცი მართლაც არასწორი ცხოვრების წესს მისდევდა, ბევრი ცუდი საქმე ჰქონდა გაკეთებული და ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული. მოკლედ, ოპერაცია დასჭირდა და, ნარკოზი რომ გაუკეთეს, კომაში ჩავარდა. თურმე, სწორედ ამ დროს იმოგზაურა იმქვეყნად, ჯოჯოხეთიც მაშინ მოიარა და ყველაფერი თავისი თვალით იხილა. საშინელ რაღაცეებს ყვებოდა. ამბობდა, ხრიოკი, ჩაგუდული, საშინელი ადგილი იყო, ადამიანები დაგლეჯილ-დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდნენ, ტკივილით იტანჯებოდნენ, შიოდათ, სწყუროდათ, დალასლასებდნენ და ერთმანეთს არ ეკონტაქტებოდნენ, ახლობლებს ეძებდნენ, სახეები შეშლილი ჰქონდათ და მარტოსულები დაძრწოდნენო. უნდა გენახათ, როგორი შეშინებული იყო ეს კაცი; ამბობდა, აუცილებლად მოვინანიებ ჩემს ცოდვებს, ეს რა საშინელება ვიხილე, სიცოცხლის ბოლომდე ღმერთის მორჩილი ვიქნები, რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდეო. ერთმა გოგონამ კი მიამბო, კლინიკური ძილის დროს გარდაცვლილი და ვნახე ულამაზეს ადგილას. რომ დამინახა, გადაირია სიხარულით, მეფერა, ბევრი მკოცნა, ბოლოს კი მითხრა, აქ შენთვის მოსვლა ჯერ ადრეაო. 
– ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ კლინიკური სივდილის შემდეგ მეტი გამოცდილება მიიღო…
–  დიახ, ბევრი იმასაც ამბობს, იქ მოგზაურობამ დიდი გამოცდილება შემძინა და დიდი პასუხისმგებლობაც დამაკისრაო. მართლა ხანმოკლეა ეს ცხოვრება – სულ ერთი წამი და, იქ, სამუდამო განსასვენებელში, ვალმოხდილი უნდა წახვიდე. სხვა გზა არ არსებობს.
– ბატონო ვალერი, რას განიცდის ადამიანი ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური სიკვდილის წინ?
– სიკვდილის წინ მომაკვდავ ადამიანს წამიერად უნათდება გონება, ამ დროს აგონია წყდება. სულთან მებრძოლი, სრულიად აზრიან ფრაზას წარმოთქვამს და მისი სული ამის შემდეგ  ტოვებს სხეულს. მომაკვდავი ადამიანები, ბოლო წუთებში ხედავენ გარდაცვლილთა აჩრდილებს, ცდილობენ მათთან საუბარს. ზოგი შიშით კანკალებს, ზოგი ხელებს იქნევს, ზოგიც გაღიმებული მისჩერებია ერთ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, მისი გარდაცვლილი ახლობლის აჩრდილს ლანდავს. სიცოცხლის ბოლო წუთებში ორგანიზმი მთელი თავისი უკანასკნელი ძალების მობილიზებას ახდენს: გაფართოებულია თვალის გუგები, ყველა გრძნობა გამახვილებულია, გამომჟღავნებულია ყველა ფარული ნიჭი და უნარი. ამ დროს ადამიანი სასწაულად ძლიერი ხდება და, თან, ნელ-ნელა მძიმდება, წონაში იმატებს. კვლევებმა დაამტკიცა, რომ გარდაცვლილის თვალებში დიდხანს აღიბეჭდება და რჩება ის გამოსახულება, რასაც ის გარდაცვალების მომენტში, ანუ, უკანასკნელად შეხედავს. უძველესი დროიდან ამტკიცებდნენ, რომ, რასაც მომაკვდავი ადამიანი სიკვდილის წინ, უკანასკნელად შეხედავს, მის თვალებში დიდი ხნით აღიბეჭდებაო. ამიტომაც, წინათ შეშინებული მკვლელები ხშირად მსხვერპლს თვალებს სთხრიდნენ, რათა გვამის თვალის ბადურაზე მათი ვირტუალური ანაბეჭდი არ დარჩენილიყო.
– ბატონო ვალერი, რამდენ ხანს შეიძლება, ადამიანი იმყოფებოდეს ლეთარგიულ ძილში, ანუ როგორც მას უწოდებენ, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში და რა ხდება ამ დროს ბიოლოგიური თვალსაზრისით?
– კლინიკური სიკვდილის დროს გაჩერებულია სუნთქვა და გულისცემა, მაგრამ, ცენტრალური ნერვული სიტემის სიცოცხლისუნარიანობა შენარჩუნებულია და, გარკვეული დროის განმავლობაში შესაძლებელია ადამიანის გაცოცხლება. ამ ხნის გასვლის შემდეგ, ვითარდება ბიოლოგიური სიკვდილი. თუმცა, კლინიკური სიკვდილის დრო საკმაოდ დიდხანსაც გაგრძელებულა. ამბობენ, კლინიკური სიკვდილის დროს ადამიანს ცალი ფეხი სამარეში აქვსო. იმ აზრს მეც ვეთანხმები, რომ კლინიკური სიკვდილის, ანუ ლეთარგიული ძილის დროს, ადამიანს ცალი ფეხი სამარეში აქვს. თუ დროზე არ მოხდა მისი იმქვეყნიდან მობრუნება, რასაკვირველია, იქ სამუდამოდ დარჩება. კომა კი, შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს. კლინიკური სიკვდილი ნამდვილად ხდება და ის არცთუ იშვიათია. უბრალოდ, ბევრი ამას არ ამხელს, ბევრი ვერ ხვდება, რა მდგომარეობა გამოიარა, ბევრიც სკეპტიკურად უყურებს მსგავს რამეებს და ასე შემდეგ. 
– თავად თქვენ რას მიაწერთ მსგავს მოვლენას?
– ჩემი აზრით, საიქიოს ხილვა – ეს ძილის ნაირსახეობაა. უფრო კონკრეტულად კი – მისი ერთ-ერთი ფაზა, ეგრეთ წოდებული სწრაფი ძილის დარღვევა, რასაც თან ახლავს მთელი რიგი მოვლენები. საერთოდ, ტვინს ასი პროცენტით არასდროს სძინავს და არც ასი პროცენტით იღვიძებს, ყველაზე საინტერესო კი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძილი და სიფხიზლე ერთმანეთს ეჯახება. მეცნიერებმა გაშიფრეს საიქიოში ნამყოფ ადამიანთა ხილვები. მათი თქმით, გვირაბი ადამიანის ტვინში კეფის მხარეს ჩნდება. ამ დროს მხედველობის არე მკვეთრად ვიწროვდება და თვალის გუგა ბუდის ცენტრალურ ნაწილშია გაჩერებული. შედეგად იქმნება ილუზია, რომ ადამიანი გვირაბს ხედავს. მთელი ცხოვრება თვალწინ გაირბენს, გამოჩნდებიან გარდაცვლილი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, დროებით ხვდები იქ, სადაც ჯერ ადრეა მისვლა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინში ის ნაწილები ამუშავდა, რომლებიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ეს ნაწილი პირველი ჩაირთვება, როცა კრიზისი გაივლის. სული სხეულს რომ ტოვებს, ეს ფენომენიც შეიძლება აიხსნას: ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გათიშვის პირას მყოფი ადამიანის ტვინში ის ნაწილი ხდება ქაოსურად აქტიური, რომელიც მხედველობის, შეხებისა და წონასწორობის ორგანოებთანაა დაკავშირებული. შედეგად, სიგნალები ირთვება ერთმანეთში, ანუ, ტვინი უგზავნის მხედველობის ორგანოს ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ. ასე ჩნდება ცრუ სურათები, გამოფხიზლებისას კი ადამიანს ახსენდება, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან უყურებდა; თითქოს სიზმარში ნახა ის, რაც რეალურად გადახდა; ახსენდება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მომენტები; თითქოს ტვინში ხან რაღაც ირთვებოდა, ხან ითიშებოდა და მერე ისევ თავიდან იწყებდა მუშაობას. აქედან მოდის ხილვებიც. ადამიანი ცხადსა და სიზმარს კარგად არჩევს ერთმანეთისგან და, რომ ეუბნებიან, შენ იმქვეყნად კი არ იმოგზაურე და კლინიკური სიკვდილი კი არ გქონდა, არამედ, სიზმრებს ხედავდი და ახლა ისინი გახსენდებაო, ამით მათ შეურაცხყოფას აყენებენ. სხვათა შორის, ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა კლინიკური სიკვდილის შემთხვევები. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი; შესაძლოა, ადრე ამას არ ახმაურებდნენ, დღეს კი თამამად ლაპარაკობენ ამ თემაზე.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.