Загрузка...

33 წლის კაცმა ორსული ცოლი და შვილები დახოცა და გვამები ნავთობის ტანკერში დამალა, მიზეზი

0
902
loading...
loading...


ამერიკის შეერთებულ შტატებში ქმრის მიერ მოკლული ორსული ქალისა და მათი მცირეწლოვანი შვილების ცხედრები ნავთობის ტანკერში იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
ამერიკული მედიის ცნობით, პოლიციამ ქალის ცხედარი იმ ნავთობკომპანიის ტერიტორიაზე იპოვა, რომელშიც მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის კრისტოფერ უოტსი მუშაობდა. მოგვიანებით კი, იმავე ტერიტორიაზე, ნავთობის რეზერვუარებში ბავშვების ცხედრებიც იპოვეს.
სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობა ქალაქ ფრედერიკში, უოტსების სახლში მოხდა. მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობა, თუმცა, ცნობილია, რომ კაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ასევე ცოლი ფიქრობდა, რომ ქმარი მას ატყუებდა,
ბრალდების მიხედვით, უოტსმა 34 წლის მეუღლე, – 15 კვირის ორსული შანან უოტსი და ქალიშვილები, 3 წლის სელესტა და 4 წლის ბელა დახოცა.

Загрузка...


ქალი და მისი შვილები 13 აგვისტოს გაუჩინარდნენ. მას შემდეგ, მედიამ ამ ამბის გაშუქება დაიწყო და კრის უოტსისგან ინტერვიუ რამდენჯერმე აიღეს. კრის უოტსი მედიასთან ემოციურად საუბრობდა ცოლ-შვილზე და ხალხს სთხოვდა, დახმარებოდნენ მათ დაბრუნებაში.
„მე და ჩემს მეუღლეს მათ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე კამათი მოგვივიდა. მან მითხრა, რომ ბავშვებთან ერთად, ჩემ დატოვებას აპირებდა. ჩემი შვილები ჩემი თვალის სინათლეა“, – შემდეგ კი, მათ მიმართა: „შანან, ბელა, სელესტა, თუ ახლა მისმენთ, უბრალოდ, დაბრუნდით სახლში. თუ ჩემი ცოლ-შვილი ვინმესთანაა, დამიბრუნონ ისინი. მჭირდება, ისევ გხედავდეთ. ეს სახლი უთქვენოდ ცარიელია…

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...
loading...
loading...

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
გთხოვთ მიუთითოთ თქვენი სახელი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.