საზოგადოება

11 წლის გოგონამ შვილი გააჩინა – დედა ფიქრობდა, რომ ეს ნაწლავური სისტემის აშლილობა იყო…

loading...
loading...


დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა მურსიში, ესპანეთში.
“და-ძმა მშობლებთან ერთად ბოლივიიდან ემიგრირდნენ. 3 თებერვალს გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს, რადგან მუცლის ტკივილებმა შეაწუხა. მშობლები ფიქრობდნენ, რომ ეს ნაწლავური სისტემის პრობლემა იყო, მაგრამ ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ გოგონა ფეხმძიმობის ბოლო თვეში იმყოფებოდა და მშობიარობა დაეწყო”, – წერს The UK One-ი.
ახალგაზრდა მშობიარე სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი პოლიციაში დარეკეს, რათა ახალშობოლის მამის ვინაობა დაედგინათ. აღმოჩნდა, რომ მამობისთვის ემზადებოდა გოგონას უფროსი ძმა, რომელიც ჩასახვის მომენტში 13 წლის გახლდათ.მას სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მისცემენ რამდენიმე მიზეზით.

პირველ რიგში, იმიტომ რომ 2013 წლიდან ესპანეთში სისხლის სამართლის პასუხისგებაში 16 წლიდან პირებს აძლევენ, მეორეც – დადგინდა, რომ და-ძმას შორის სექსი ორხმრივი სურვილით მოხდა. ამასთან მამობის დასამტკიცებლად პოლიციამ დნმ-ის ანალიზის ჩატარება მოითხოვა. გამოძიების დასრულების შემდეგ კი გადაწყდება, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ გოგონას.
ამ მომენტისთვის სექსუალური ექპლუატაციის ან ძალადობის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ახალგაზრდა დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ.

დატოვეთ კომენტარი
loading...
loading...

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

Back to top button
Close
Close