Loading...

ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა – 25 წლამდე ასაკის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს, რომელიც…

0
1295


აღდგომის დღესასწაულზე 28 აპრილს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 25 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,
ახალგაზრდასაკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
“გურიის მოამბის” ინფორმაციით, გარდაცვლილმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა, სადაც თავად ფიგურირებდა.
“გასულ შაბათს, ნ.კ. სამსახურეობრივი ავტომანქანით ბათუმში 60 წლამდე მამაკაცს

Loading...

დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.კ-ს წინააღმდეგ დაღუპულის ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავს: “უბედური შემთხვევა მოხდა. თან გარდაცვლილი ჩვენი სოფლის სიძე აღმოჩნდა. არ უჩივლა ოჯახმა და პოლიციას არ დაუკავებია ნ.კ, მაგრამ ისე იმოქმედა მასზე მომხდარმა, დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს”,- წერს “გურიის მოამბე“.
როგორც „დიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დატოვეთ კომენტარი
Загрузка...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ