Loading...

იცოდით რა განსხვავებაა საკეისრო კვეთით დაბადებულ და ჩვეულებრივ ბავშვებს შორის?

0
3570
loading...
loading...


საკეისრო კვეთა არის ქირურგიული ჩარევით დედის მუცლიდან ბავშვის ამოყვანა. მას ხელოვნურ მშობიარობასაც უწოდებენ. ასეთი მშობიარობა შეიძლება დაგეგმილი ან გადაუდებელი იყოს. ყველაზე ხშირად, საკეისრო კვეთა განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება. მაშინ, როდესაც დედის და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
არის შემთხვევები, როდესაც საკეისრო კვეთა — ერთადერთი შესაძლო ვარიანტია, მშობიარობის მშვიდობიანად დასრულებისთვის. მაგრამ, ისეც ხდება, რომ მშობიარე ქალები თავადვე ითხოვენ ამ ოპერაციის ჩატარებას.
საკეისრო კვეთის შედეგები
საკეისრო კვეთა, თავისი სპეციფიკურობის გამო, მითებით და ვარაუდებით არის მოცული. ამ სტატიაში 5 – ყველაზე გავრცელებულ მოსაზრებაზე გვექნება საუბარი:

1. ჰიპერაქტიურობა
ითვლება, რომ საკეისრო კვეთა შეიძლება ბავშვის შეუკავებელი აქტიურობის მიზეზი გახდეს. ჰიპერაქტიურობა, ზოგადად, — ჩვენი საუკუნის პრობლემა არის და მას, კონკრეტულად საკეისრო კვეთასთან კავშირი არა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი პრობლემა ერთნაირად აწუხებთ, როგორც საკეისრო კვეთით დაბადებული, ისე ჩვეულებრივი გზით მოვლენილი ბავშვების მშობლებს. და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, სწორი აღზრდის შემთხვევაში, ამ პრობლემისგან თავის დაღწევა შესაძლებელი არის.
2. პრობლემები გონებრივ განვითარებასთან დაკავშირებით
საკეისრო კვეთის შემდეგ, ბავშვი არა მარტო პედიატრის, ნერვოპათოლოგის დაკვირვების ობიექტიც ხდება. მაგრამ, ამის გამო, ნერვიულობა საჭირო არ არის! ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელიც ხორციელდება არა აუცილებლობის, არამედ, დაზღვევის მიზნით. და თუ პატარას შეფერხება აქვს განვითარებასთან დაკავშირებით, მიზეზად, ჩვეულებრივ, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი სახელდება და არა მარტო საკეისრო კვეთა.
3. ფიზიკური განუვითარებლობა

Loading...


საკეისრო კვეთა ბავშვის განვითარების სპეციალურ პროგრამებში მონაწილეობის აუცილებლობას არ იწვევს. გარკვეული პრობლემები შეიძლება სასუნთქ სისტემას შეექმნას, მასში სანაყოფე წყლების მოხვედრის შემთხვევაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება პირველი ჩასუნთქვა შეაფერხოს. ასევე, შესაძლებელია, პრობლემები შეიქმნას ნარკოზთან დაკავშირებითაც. თუმცა, ყველაფერი მაინც ექიმის კვალიფიკაციაზე და მშობიარეს მდგომარეობაზე არის დამოკიდებული. საერთოდ, დაგეგმილი საკეისრო კვეთა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გადაუდებელი.
4. ხშირი ტირილი
ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვისთვის, დაბადების პროცესი უდიდესი სტრესია, რომელიც სხვადასხვა ჰორმონების გააქტიურებას და მისი ნერვული სისტემის გაძლიერებას იწვევს. საკეისრო კვეთით დაბადებულები არ გადიან ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს. ისინი ერთი გარემოდან, უეცრად, სხვა გარემოში ხვდებიან და ამის გამო, ნეირონების დათრგუნვას და ფიზიკური ფუნქციების შესუსტებას განიცდიან. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ნერვული სისტემების პრობლემები — რისკის შესაძლო ფაქტორია და არა პროგნოზი!
5. რძის ნაკლებობა
საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვის თავის ტვინის ნორმალიზება, დაბადებიდან, მეცხრე დღეს ხდება. ხოლო, ბუნებრივი გზით დაბადებულის თავის ტვინი, იმავე დღეს იწყებს ნორმალურად ფუნქციონირებას. ახალშობილის ტვინის ფუნქციების მოწესრიგება ბევრად არის დამოკიდებული ბუნებრივ კვებაზე. მაგრამ, საკეისრო კვეთის დროს, ანტიბიოტიკების ზემოქმედებით, ლაქტაციის პროცესის დარღვევა ხდება და დედის ორგანიზმში საჭიროზე გვიან გამომუშავდება.
ამრიგად, საკეისრო კვეთის შემდეგი, გართგულების შესამცირებლად, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საავადმყოფოს რეპუტაციაზე და ექიმის კვალიფიკაციაზე! და კიდევ იმაზე – ექნება თუ არა პატარას, პირველივე დღიდან, დედის (ქალის) რძის მიღების შესაძლებლობა.

დატოვეთ კომენტარი
Loading...

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ